რეპორტიორებთან შეხვედრაზე 28 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ "ვალენსიასთვის" დროა, დასრულდეს მესამეადგილოსნობა და "ლოს ჩემ" უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს.
"ჩვენი მიზანია, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ, ვიდრე გასულ წელს. სეზონი ყველამ მოტივირებულად დავიწყეთ და ასევე უნდა გავაგრძელოთ. პრეზიდენტი მანუელ ლორენტე მუდამ გვერდში გვიდგას და გვეხმარება ჩვენი მიზნების შესრულებაში. ის ჩემპიონთან ფრის თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა.
ახლა კარგი იქნება, თუ ლა ლიგაში თამაშს "დეპორტივოს" დამარცხებით გავაგრძელებთ", - განაცხადა ჟონასმა, რომლის თავურის დამსახურებაცაა, რომ "ვალენსიამ" 1:1 ითამაშა "სანტიაგო ბერნაბეუზე"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"