23 აგვისტოს "ნოუ კამპზე" გამართული მატჩი ქვეყნის ჩემპიონ "რეალსა" და თასის მფლობელ "ბარსელონას" შორის ანგარიშით 3:2, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.
კატალონიელთაგან გოლები პედრომ (57-ე წუთი), ლიონელ მესიმ (70) და ჩავიმ (78) გაიტანეს, მადრიდელთაგან კი კრიშტიანო რონალდო (55) და ანხელ დი მარია (85) გამოირჩნენ.
"სამეფო კლუბის" თავკაცი მიიჩნევს, რომ გვერდითმა მსაჯმა პედროზე თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირა, როდესაც მან იკერ კასილიასის კარში გოლი გაიტანა.
"არ მომეწონა,
მეტოქე კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მთლიანობაში "ბარსელონა" ჩვენზე უკეთ პირველ ტაიმში ირჯებოდა, მეორეში კი ჩვენ სულ სხვა თამაში ვაჩვენეთ".
ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.
ასევე იხილეთ:
ბარსელონა-რეალი 3:2 - ვიქტორ ვალდესის საჩუქარი [VIDEO]
ტიტო ვილანოვა: არ გამკვირვებია, თამაშის შემდეგ ჟოზე მოურინიომ მსაჯზე რომ ილაპარაკა