ტიტო ვილანოვა: არ გამკვირვებია, ჟოზე მოურინიომ მსაჯზე რომ ილაპარაკა

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა მიიჩნევს, რომ ესპანეთის სუპერთასისთვის 23 აგვისტოს გამართულ შეხვედრაში მადრიდის "რეალთან", მოედანზე მისი გუნდი დომინირებდა.

"ნოუ კამპზე" გამართული მატჩი, ქვეყნის ჩემპიონ "რეალსა" და თასის მფლობელ "ბარსელონას" შორის, ანგარიშით 3:2, მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

კატალონიელთაგან გოლები პედრომ (57-ე წუთი), ლიონელ მესიმ (70) და ჩავიმ (78) გაიტანეს, მადრიდელთაგან კი კრიშტიანო რონალდო (55) და ანხელ დი მარია (85) გამოირჩნენ.

"ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა ჩავატარეთ და მოედნის ბატონ-პატრონები ვიყავით. რონალდოს გოლის შემდეგ გაგვიმართლა, რომ პასუხად მალევე გავიტანეთ.

შეგვეძლო, ანგარიშით 4:1 მოგვეგო,
მაგრამ თამაში 3:2 დასრულდა. მატჩის შედეგი სავსებით მაკმაყოფილებს, თუმცა სამართლიანი ანგარიში 3:1 იქნებოდა.

არ გამკვირვებია, თამაშის შემდეგ ჟოზე მოურინიომ მსაჯზე რომ ილაპარაკა. ვფიქრობ, კლოს გომესმა კარგად იმუშავა"
, - თქვა ვილანოვამ.

კატალონიელთა თავკაცმა მეკარე ვიქტორ ვალდესის უხეშ შეცდომაზეც ისაუბრა.

"ვიქტორს მე ვთხოვე, რომ კომბინაციური თამაშის დაწყება საკუთარ თავზე აეღო ხოლმე.

ვალდესი ფეხით თამაშს მომავალშიც გააგრძელებს. ჩვენ კარგ თამაშს ვერ ვაჩვენებთ, თუკი მას საკუთარი კარიდან არ დავიწყებთ"
, - დასძინა "ბარსელონას" დამრიგებელმა.

ესპანეთის სუპერთასზე მადრიდის "რეალსა" და "ბარსელონას" შორის საპასუხო შეხვედრა 29 აგვისტოს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება.

ასევე იხილეთ:
ჟოზე მოურინიო: "ბარსელონამ" პირველი გოლი თამაშგარედან გაიტანა
ბარსელონა-რეალი 3:2 - ვიქტორ ვალდესის საჩუქარი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული