მადრიდის "რეალმა" ლუკა მოდრიჩის ტრანსფერი შეათანხმა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ბოლოს და ბოლოს ლონდონის "ტოტენჰემთან" ლუკა მოდრიჩის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია.

ინგლისური პრესის ინფორმაციით, 25 აგვისტოს კლუბის წარმომადგენლები მოდრიჩის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ეს კი ნიშნავს, რომ ლუკა უახლოეს დღეებში ესპანეთის ჩემპიონს შეუერთდება. ხორვატი ფეხბურთელის სანაცვლოდ "რეალი" "დეზებს" 42 მილიონ ევროს გადაუხდის.

"ტოტენჰემში ხორვატი ვარსკვლავის შემცვლელად დონეცკის "შახტარის" ნახევარმცველ ვილლაინს ასახელებენ, რომლის სანაცვლოდაც უკრაინელები 20 მილიონ ფუნტ სტერლინგს ითხოვენ. ამას გარდა, "დეზები" იან მვილიას, ჟოაუ მოუტინიოს და მუსა დემბელეს შეძენის ვარიანტს განიხილავენ.

მომზადებულია Daily Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული