პეპე მადრიდის "რეალს" "ხეტაფესთან" შეხვედრაში ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი პეპე, რომელმაც "ვალენსიასთან" მატჩში ტვინის შერყევა მიიღო და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თავის გუნდს "ხეტაფესთან" ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მადრიდის "რეალის" მეკარეს, იკერ კასილიასს შეეჯახა.

პეპემ ესპანეთის სუპერთასისთვის "ბარსელონასთან" პირველი შეხვედრაც გამოტოვა. არის შანსი, რომ ფეხბურთელი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გასამართი საპასუხო დაპირისპირებისთვის გამოკეთდება და თავისი გუნდის დახმარებას შეძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული