ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური: მადრიდის "რეალი" - უკვე მინუს ხუთი!

AutoSharing Option
ესეც პირველი დიდი სენსაცია პრიმერაში! მადრიდის "რეალმა" ტიტულის დაცვა უხეიროდ დაიწყო - ჯერ იყო ფრე "ვალენსიასთან", რომელსაც წუხელ, 26 აგვისტოს, მადრიდულ დერბიში "ხეტაფესთან" მარცხი მოჰყვა - 1:2.

"სამეფო კლუბი" იგუაინის გოლით იგებდა, მაგრამ მეორეში ჯერ ვალერამ გაათანაბრა, შემდეგ ბარადამ კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე. არადა, "ბარსელონა" აგებდა ნავარაში და ბოლოს მოიგო. "რეალი" კიდევ თავიდან იგებდა...

კარგი თამაში ანოეტაზე, კარგი იმანოლით
"ანოეტაზე" პირველ ტურში იმედგაცრუებულმა გუნდებმა კარგი სანახაობა აჩუქეს მაყურებელს. საბოლოოდ, ბასკებმა იმანოლ აგირეჩეს მოწადინების წყალობით ჩემპიონატში პირველი სამი ქულა მოიპოვეს.

აი, "სელტა"
კი, მიუხედავად იმისა, რომ სიმპათიურად გამოიყურება, კვლავ უქულოა. სანსებასტიანელთა 25 წლის ფორვარდმა "სელტას" კარში ორი გოლი გაიტანა, ერთი კი (თავურით გატანილი) საეჭვო სიტუაციაში არ ჩაუთვალეს.

ტაიმი "რეალ სოსიედადმა" უკეთ ითამაშა, მაგრამ ძელებმა და თანამსაჯმა (თამაშგარე მდგომარეობის დაფიქსირებით) ანგარიში უცვლელი დატოვეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში კი "სელტამ", თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ალოგიკური გოლი გაიტანა - კიკე დე ლუკასისა და იაგო ასპასის კომბინაცია პირველმა მართლაც რომ შესანიშნავი დარტყმით დააგვირგვინა.

მასპინძელთა პასუხს არ დაუხანებია - აგირეჩემ ფრანგი ანტუან გრიზმანისა და მექსიკელი კარლოს ველას პასებით გამარჯვება "რეალს" მოუტანა - 2:1.

ლეო, მაგრამ არა მესი
ტური არ გავა, ესპანურ პრიმერაში თითო საინტერესო ფეხბურთელი რომ არ გამოჩნდეს. თუკი პირველ ტურში ასეთი მალაგელი ფაბრის ოლინგა იყო, ახლა "რაიო ვალეკანოს" ბრაზილიელმა გარემარბმა ლეო კარილიო ბაპტისტაომ გაიბრწყინა.

ლეო მეორე დღეს გახდა 20 წლისა, თავისი თინეიჯერობის უკანასკნელ დღეს კი პირველად ითამაშა ლა ლიგაში და "ბეტისს" "რუის ლოპერაზე" სეზონის გახსნა ჩაუშხამა - ბრაზილიელმა ჯერ პიტის გაატანინა სტუმართა პირველივე შეტევისას, შემდეგ მეორე ტაიმში გამარჯვებისა თავად გაიტანა.

ამ ორ გოლს შორის იყო ხორხე მოლინას თავური - 1:2. უნდა აღინიშნოს, რომ სანამ "ბეტისს" კარში ისეთი სუსტი მეკარე უდგას, როგორიც ფაბრისიო რამირესია, სევილიურმა კლუბმა მაღალ მიზნებზეც არ უნდა იფიქროს. ეს შეხვედრაც ძალზე კარგი საყურებელი გამოდგა.

ლოს პერიკიტოსის გასაჭირი
"ესპანიოლმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო - ორ მატჩში, რომლებშიც თითქოს ქულათა მაქსიმუმის მოპოვება შეიძლებოდა, ერთი ქულაც ვერ აიღო.

"სარაგოსასთან" შეხვედრის პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებმა გახსნეს ანგარიში - ვაკასო მუბარაკის პასით გოლი მეკარესთან პირისპირ გასულმა ალვარო ვასკესმა გაიტანა.

მაგრამ მეორე ტაიმში კატალონიელებს ურუგვაელმა ნახევარმცველმა ხუან ალბინმა უღალატა - მან ხელით ითამაშა საჯარიმოში, მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და აპონიომ პენალტის ნიშნულიდან გაათანაბრა.

მატჩის მიწურულს ელდერ პოშტიგამ მცველების შეცდომით ისარგებლა და ახლო მანძილიდან გაიტანა გამარჯვების გოლი - 1:2. შეხვედრა უხეშობებითა და ყვითელი ბარათების სიმრავლით იყო გამორჩეული.

ათენზე ფიქრში
მანუელ პელეგრინის "მალაგას" სიკვდილ-სიცოცხლის მატჩი ელის საბერძნეთში. თუ გუნდი ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვერ გავა, ფინანსური კრახი ელის.

ამიტომაც ჩილელმა სპეციალისტმა რამდენიმე ფეხბურთელი დაასვენა "მალიორკასთან" თამაშში.

მასპინძელთა ქომაგებმა უცნაური სახით გამოხატეს პროტესტი ფეხბურთის ფედერაციისადმი - თამაში ადგილობრივი დროით 23 საათზე დაიწყო, ქომაგები კი ღამის პიჟამოებში გამოწყობილნი მივიდნენ "ლა როსალედაზე".

ანგარიში ებრაელმა ტომერ ჰემედმა გახსნა, ნსუეს ჩამოწოდებულს მან თავური შეაგება. ეს ჰემედის მესამე გოლია სეზონში. "მალაგამ" ადგილობრივი კადრების წყალობით გაათანაბრა - ფრანსისკო პორტილიოს პასი შეცვლაზე შესულმა ხუანმიმ გამოიყენა - 1:1.

მინი-კლასიკო რეალმა მოიგო
26 აგვისტოს ერთი "კლასიკოც" ვიხილეთ, რომელსაც წინ სიტყვა "მინი" შეეფერება - წლებია, რაც ერთმანეთს "რეალისა" და "ბარსელონას" სარეზერვო გუნდები არ შეხვედრიან, მაგრამ წლეულს "რეალ კასტილია" დაბრუნდა სეგუნდა დივიზიონშიც და პირველი მინი-კლასიკოც მოუგო "ბარსელონას" - 3:2.

დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე ამ შეხვედრას 6 ათასი მაყურებელი დაესწრო. ვინ აჯობებდა - ახლახან დასრულებული ევროპის ახალგაზრდული პირველობის ბომბარდირი ხესე (რეალი) თუ ნაკრებში მისი თანაგუნდელი ჟერარდ დეულოფეუ (ბარსელონა)? საბოლოოდ, ისინი სულაც არ ყოფილან მთავარ როლებში - აი, "რეალის" დენის ჩერიშევმა კი დიდებულად ითამაშა.

მაშველი რგოლი მესი
ტიტო ვილანოვას შეუძლია მშვიდად იყოს - სანამ გუნდში ლეო მესი ჰყავს, სანერვიულოც არაფერია - კვირას პამლონაში არგენტინელის წყალობით "ბარსამ" 0:1 შემოატრიალა.

მესიმ ორი გოლი მას მერე შეაგდო, რაც მოედანზე ჩავი, პედრო და ვილია გავიდნენ. მესიმ ჯერ პედროს მოწადინებისა და ალექსის სანჩესის პასით გაათანაბრა, ხუთ წუთში კი ხორდი ალბას ჩამოწოდებულს მიუჩინა "ოსასუნას" კარში ადგილი.

თამაში კი სენსაციურად დაიწყო - რონალ ლამას ჩაწოდების შემდეგ ხოსება ლორენტემ ბურთის დაუმუშავებლად დალაშქრა ვალდესის კარი.

მეორე ტაიმში მეკარესთან პირისპირ გასულ ნინოს ძელის ნაცვლად კარი რომ აეღო, ალბათ, მესიც ვეღარ უშველიდა ტიტოს გუნდს, რომელიც, სხვათა შორის, პირველად გააძევეს, როგორც მთავარი მწვრთნელი.

ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური
სოსიედადი-სელტა 2:1
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი (59. პარდო) - ჩაბი პრიეტო, ველა (64. გ. კასტრო), გრიზმანი - აგირეჩე (82. ელუსტონდო).
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო (72. ბელვისი) - ოუბინია (82. ხ. ტომასი), ა. ლოპესი - ა. ფერნანდესი, დე ლუკასი (57. ინსა), კრონ-დელი - ასპასი.
გოლები: 0:1 დე ლუკასი (49), 1:1 აგირეჩე (53), 2:1 აგირეჩე (60)
გაფრთხილება: ანსოტეგი, ილარამენდი, ველა, გრიზმანი, ბერგარა - მალიო, ლოპესი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 15-14 (6-4); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 27 500

ბეტისი- ვალეკანო 1:2
ბეტისი (4-2-3-1): ფაბრისიო - ჩიკა, პაულაუ (46. ამაია), დორადო, ნაჩო - კანიასი, ბენიატი - აგრა (69. კემპბელი), ხ. პერეირა, ხუან კარლოსი (57. პოსუელო) - მოლინა.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): რუბენი - ტიტო, ფუეგო, ამატი, კასადო - კარილიო (65. გალვესი), პიტი (75. დელიბაშიჩი), ხოსე კარლოსი (49. ლ. ბანგურა) - ბილე ნილსენი.
გოლები: 0:1 პიტი (2), 1:1 მოლინა (4), 1:2 კარილიო (62)
გაფრთხილება: აგრა, ბენიატი, პერეირა, ნაჩო, მოლინა - კასადო, ტიტო, პიტი, ამატი, რუბენი
კუთხური: 6-8; ჯარიმა: 14-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 14-19 (4-5); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 43 000

ესპანიოლი-სარაგოსა 1:2
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო (53. ფორლინი), კაპდევილა - ვ. სანჩესი, კ. გომესი - ალბინი, ვერდიუ, ვაკასო (53. ტეხერა) - ა. ვასკესი (78. რუი ფონტე).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო -გონი, ალვარო, პარედესი, აბრაამი - პინტერი (68. არანდა), ხოსე მარი - მონტანიესი (86. ორტი), აპონიო, ე. ორიოლი (46. ვ. როდრიგესი) - პოშტიგა.
გოლები: 1:0 ა. ვასკესი (43), 1:1 აპონიო (51-პენ), 1:2 პოშტიგა (89)
გაფრთხილება: ალბინი, ვაკასო, სანჩესი, როდრიგესი, გომესი - გონი, პინტერი, როდრიგესი, მონტანიესი
გაძევება: ალბინი (50)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 15-21; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 9-10 (1-5); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 25 000

მალაგა-მალიორკა 1:1
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ნაჩო კამაჩო, დუდა - პორტილიო, ისკო (83. ხოაკინი), ბუონანოტე (67. ელიზეუ) - სება ფერნანდესი (67. ხუანმი).
მალიორკა (4-4-2): ავატე - ჩ. ნავარო, ნუნიეში, ბიგასი, ა. ლოპესი - ნსუე (76. ჩარლი), პინა, ხ. მარკესი (60. ჟოაო ვიქტორი), მ. პერეირა - ვიქტორი, ჰემედი (80. ალფარო).
გოლები: 0:1 ჰემედი (67), 1:1 ხუანმი (77)
გაფრთხილება: დემიკელისი, დუდა - მარკესი, ვიქტორი, პინა, ავატე
გაძევება: ელიზეუ (89)
კუთხური: 14-4; ჯარიმა: 8-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 18-9 (6-4); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 26 500

ოსასუნა-ბარსელონა 1:2
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, არიბასი, ფლანიო, დამია - პუნიალი, ლოე - სეხუდო (79. ლოლო), სისი (77. ტიმორი), ლამა - ხ. ლორენტე (68. ნინო).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, პიკე, ალბა - ფაბრეგასი (62. პედრო), ბუსკეტსი, ინიესტა (69. ჩავი) - სანჩესი, მესი, ტელიო (74. ვილია).
გოლები: 1:0 ხ. ლორენტე (17), 1:1 მესი (75), 1:2 მესი (80)
გაფრთხილება: სისი, დამია, ლოე, ფლანიო, ლამა, ლოლო - ბუსკეტსი, პიკე, პუიოლი
გაძევება: ტიტო ვილანოვა (71. ბარსელონა (მწვრთნელი)), პუნიალი (76)
კუთხური: 4-7; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 3-7; კარში დარტყმა: 17-15 (5-10); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 18 800

გრანადა-სევილია 1:1
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - ირინეი (80. ხუანმა ორტისი), მ. რიკო - ელ-არაბი (72. მაჩისი), ხაიმე (63. ტორჟე), ორელიანა - ფლორო ფლორესი.
სევილია (4-3-3): დ. ლოპესი - სისინიო, ფასიო (46. ბოტია), სპაჰიჩი, ფ. ნავარო - ტროხოვსკი, მედელი, რაკიტიჩი (88. კალა) - ხესუს ნავასი, ნეგრედო, რეიესი (35. პალოპი).
გოლები: 1:0 მ. რიკო (36), 1:1 ნეგრედო (44)
გაფრთხილება: სიკეირა, ირინეი, ლოპესი, გომესი - ბოტია, რაკიტიჩი
გაძევება: დ. ლოპესი (34)
კუთხური: 6-0; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 18-9 (7-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 16 000

ხეტაფე-რეალი 2:1
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, აბრაამი (50. ლოპო), ალექსისი, მ. ტორესი - მიჩელი, ხ. ტორესი - ბარადა (84. ლასენი), ლაფიტა, დ. კასტრო - მიკუ (69. კოლუნგა).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ალბიოლი, სერხიო რამოსი, მარსელო (73. კალეხონი) - დიარა (58. ბენზემა), ჩაბი ალონსო - დი მარია (79. მორატა), იოზილი, რონალდო - იგუაინი.
გოლები: 0:1 იგუაინი (26), 1:1 ვალერა (52), 2:1 ბარადა (74)
გაფრთხილება: ვალერა, მიჩელი, ტორესი - ალბიოლი
გაძევება: ფ. კოენტრაო (93. სათადარიგოთა სკამიდან)
კუთხური: 3-7; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 11-14 (3-5); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 13 000

ვალენსია-დეპორტივო 3:3
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რიკარდო კოშტა, რუისი, მატიო (69. ბერნატი) - გაგო (37. პარეხო), ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი (76. რამი), გუარდადო - სოლდადო.
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია (46. ლუქსი) - მ. პაბლო, აიტამი, მარჩენა, ევალდო - ხ. დომინგესი, ა. აგილარი - გამა, ვალერონი (58. ოლივეირა), პიცი - რიკი (80. კამუნიასი).
გოლები: 1:0 სოლდადო (11), 2:0 სოლდადო (28), 2:1 აგილარი (38), 3:1 ფეგული (41), 3:2 აგილარი (59), 3:3 პიცი (76-პენ)
გაფრთხილება: კოშტა, მატიო, პერეირა, რუისი, პარეხო - მარჩენა, ოლივეირა
გაძევება: კოშტა (75)
კუთხური: 2-10; ჯარიმა: 15-10; თამაშგარე: 5-2; კარში დარტყმა: 13-13 (5-8); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 45 000

27აგვისტო
ვალიადოლიდი-ლევანტე  22:00
ატლეტიკო-ბილბაო 00:00

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 2 0 0 7-2 6
2. ვალეკანო 2 2 0 0 3-1 6
3. სევილია 2 1 1 0 3-2 4
4. დეპორტივო 2 1 1 0 5-3 4
5. მალიორკა 2 1 1 0 3-2 4
6. მალაგა 2 1 1 0 2-1 4
7. ბეტისი 2 1 0 1 6-5 3
8. ვალიადოლიდი 1 1 0 0 1-0 3
9. ხეტაფე 2 1 0 1 3-3 3
10. სარაგოსა 2 1 0 1 2-2 3
11. სოსიედადი 2 1 0 1 3-6 3
12. ვალენსია 2 0 2 0 4-4 2
13. ატლეტიკო 1 0 1 0 1-1 1
14. ლევანტე 1 0 1 0 1-1 1
15. რეალი 2 0 1 1 2-3 1
16. გრანადა 2 0 1 1 1-2 1
17. ბილბაო 1 0 0 1 3-5 0
18. ესპანიოლი 2 0 0 2 2-4 0
19. სელტა 2 0 0 2 1-3 0
20. ოსასუნა 2 0 0 2 1-4 0

ბომბარდირები
4 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხორხე მოლინა (ბეტისი); 2 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), მიკელ სან ხოსე (ბილბაო), ალვარო ნეგრედო (სევილია), გონსალო იგუაინი (რეალი), რობერტო სოლდადო (ვალენსია), აბელ აგილარი (დეპორტივო)

მომდევნო ტური
1 სექტემბერი: სელტა-ოსასუნა, სარაგოსა-მალაგა, დეპორტივო-ხეტაფე, მალიორკა-რეალ სოსიედადი.
2 სექტემბერი: რაიო ვალეკანო-სევილია, ბილბაო-ვალიადოლიდი, ლევანტე-ესპანიოლი, რეალი-გრანადა, ბარსელონა-ვალენსია.
3 სექტემბერი: ბეტისი-ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული