ლიონელ მესი: "ბარსელონამ" ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ "ოსასუნასთან" (2:1) ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა.

არგენტინელმა, რომელმაც აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა, ასევე განაცხადა, რომ "ოსასუნასთან" მატჩები "ბარსელონასთვის" ყოველთვის რთულია.

"როცა ვაგებდით, პანიკაში არ ჩავვარდნილვართ. პირიქით, მშვიდად ვიყავით. საბოლოოდ შევძელით, "ოსასუნას" გოლისთვის საკადრისი პასუხი გაგვეცა.

მეტოქეს ჩვენი თამაში დავუპირისპირეთ და ორი გოლი გავიტანეთ.

"ოსასუნასთან" თამაში ყოველთვის გვიჭირდა. ვილანოვამ ამის შესახებ არაერთხელ გაგვახსენა"
, - თქვა მესიმ.

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური: მადრიდის "რეალი" - უკვე
მინუს ხუთი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული