ალი სისოკო: "მესტალიაზე" თამაში ახდენილი ოცნებაა

AutoSharing Option
"ჩემი ოცნება "ვალენსიას" მაისურით "მესტალიაზე" თამაში იყო", - ეს სიტყვები 24 წლის ფრანგ მცველ ალი სისოკოს ეკუთვნის, რომელიც ოცნებას სულ რამდენიმე დღეში აისრულებს, რადგან რამდენიმე დღის წინათ "ღამურებთან" 4-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ყოფილ ლიონელს "ვალენსიაში" ხორდი ალბას შემცვლელად მოიაზრებენ. "ვალენსიას", სავარაუდოდ, ეს ტრანსფერი 7 მილიონი ევრო დაუჯდა.

"ვალენსიას" უკავშირდება კიდევ ერთი ტრანსფერი - კლუბმა "ხეტაფეში" გაანათხოვრა ნიჭიერი ფორვარდი ფრანსისკო ალკასერი.

"ესპანიოლმა" კი 20 წლის იტალიელი ფორვარდი სამუელე ლონგო ინათხოვრა მილანის "ინტერიდან". "ოსასუნამ" "შალკესგან" 26 წლის განელი ნახევარმცველი ანტონი ანანი ითხოვა.

ბოლო
დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები

23 აგვ. ანტონი ანანი (გან) შალკე ოსასუნა იჯარა
23 აგვ. ალი სისოკო (საფ) ლიონი ვალენსია 7 მლნ. ევრო
23 აგვ. ფრანსისკო ალკასერი ვალენსია ხეტაფე იჯარა
23 აგვ. ალექს გოიკოეჩეა გრანადა რასინგი იჯარა
25 აგვ. სამუელე ლონგო (იტა) ინტერი ესპანიოლი იჯარა
25 აგვ. ნური შაჰინი (თურ) რეალი ლივერპული იჯარა
25 აგვ. უგო ვიეირა (პორ) ბენფიკა სპორტინგი იჯარა
27 აგვ. ლუკა მოდრიჩი (ხორ) ტოტენჰემი რეალი 42 მლნ. ევრო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული