გუნდის მცველმა პეპემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და არანაირი პრობლემა არ აქვს. "სამეფო კლუბის" სამედიცინო პერსონალი არ გამორიცხავს, რომ პორტუგალიელი ესპანეთის სუპერთასისთვის მატჩში "ბარსელონასთან" მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოვა.
შეგახსენებთ, რომ პეპემ თავის ტრავმა "ვალენსიასთან" ლა ლიგის ესპანეთის ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩში მიიღო. მცველი პირველ ტაიმში "სამეფო კლუბის" გოლკიპერს, იკერ კასილიასს შეეჯახა. მან ტაიმი ჩაამთავრა, თუმცა შესვენებაზე თავი ძალიან ცუდად იგრძნო და მეხსიერება დაკარგა. ფეხბურთელმა მის ირგვლივ თავმოყრილ ფეხბურთელებს და კლუბის სხვა
ის დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ახლა თავს კარგად გრძნობს.