ლუკა მოდრიჩი: თამაში ყველგან შემიძლია, მაგრამ გადაწყვეტილებას ჟოზე მოურინიო მიიღებს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ახალშეძენილმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა საკუთარ თავსა და მოედანზე მისთვის სასურველ პოზიციაზე ისაუბრა.

ხორვატი ფეხბურთელის თქმით, ის საკმაოდ მრავალმხრივი მოთამაშეა.

"ის ფეხბურთი მიყვარს, რომელშიც მაღალი დონის ტექნიკა არსებობს. აქამდე მოედნის შუაგულში ვირჯებოდი, მაგრამ ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია ვითამაშო.

რაც შეეხება იმას, თუ რა პოზიციაზე ვითამაშებ "რეალში", ამას გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გადაწყვეტს. "რეალის" წარმატებისთვის ძალებს არ დავზოგავ", - თქვა მოდრიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული