დიეგო სიმეონე: რადამელ ფალკაო იდეალურად მოქმედებდა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" თავკაცმა დიეგო სიმეონემ ბილბაოს "ატლეტიკთან" (4:0) მატჩის პერიპეტიებზე ისაუბრა. ასევე, მისი გუნდის თავდამსხმელი რადამელ ფალკაო შეაქო.

"ამ მატჩში აქცენტი შემტევ ნახევარმცველებზე გავაკეთეთ, რომელთაც შექმნილი სივრცის გამოყენება შეეძლებოდათ, შემდეგ კი ფალკაოს მომენტებს შეუქმნიდნენ, რომელიც მოედანზე, უბრალოდ, იდეალურად მოქმედებდა.

ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენმა ცვლილებებმა გუნდის თამაში გააძლიერა. მოთამაშეებმა კარგად იმუშავეს", - განაცხადა სიმეონემ.

31 აგვისტოს "ღამურები" ევროპის სუპერთასისთვის მატჩში ლონდონის "ჩელსის" დაუპირისპირდებიან.

"ინგლისის ერთ-ერთ უდიდეს გუნდს დავუპირისპირდებით, შესაძლოა ეკონომიკური და საფეხბურთო თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად განვითარებულს, ვიდრე ჩვენ ვართ.

მაგრამ "ატლეტიკოს" ფეხბურთელები დაძაბულად მუშაობენ, რათა "ჩელსისთან" ღირსეულად დაპირისპირება შევძლოთ", - თქვა მადრიდელთა თავკაცმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული