ლა ლიგა. ტრანსფერები - დომინგო სისმა მადრიდის "ატლეტიკოს" დაუბრუნდა

AutoSharing Option
ესპანური პრიმერადივიზიონის ბოლო სატრანსფერო ცხრილი 28 აგვისტოს შემოგთავაზეთ, თუმცა დღეს ისევ მივუბრუნდებით თემას.

მიზეზი კი ეს არის - სატრანსფერო სეზონი სრულდება და კლუბები ბაზარზე გააქტიურდნენ.

ხორვატი ლუკა მოდრიჩის ტრანსფერმა ყველაფერი დაჩრდილა იბერიის ნახევარკუნძულზე, მაგრამ სხვა საინტერესო ტრანსფერებიც გაიჩარხა. ახლა სწორედ მათზე მოგითხრობთ...

ლა ლიგა დატოვა 36 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა ვალტერ პანდიანიმ. ის "ესპანიოლიდან" "ვილიარეალში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

ვეტერანს ვალენსიელებმა 1-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს, 12-ნომრიანი მაისურა მიანიჭეს და 28 აგვისტოს მედიას წარუდგინეს. თუ არ ჩავთვლით მცირე ხნით ინგლისში გადაბარგებას, პანდიანი 2000
წლიდან ესპანურ კლუბებში გამოდის: "დეპორტივოში", "მალიორკაში", "ოსასუნასა" და "ესპანიოლში".

"სარაგოსა" სერბი ნახევარმცველით გაძლიერდა - არაგონელებმა "პარტიზანის" ფეხბურთელი, 25 წლის სტეფან ბაბოვიჩი დაიმატეს.

ზოგიერთი წყარო სატრანსფერო თანხად 1,5 მილიონ ევროს ასახელებს. "სარაგოსამ" ახალწვეულს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ბაბოვიჩს სერბეთის ნაკრებში 4 მატჩი უთამაშია. სხვათა შორის, ბაბოვიჩს უკვე უთამაშია სამშობლოს გარეთ - "ნანტსა" და "ფეიენოორდში".

მადრიდის "ატლეტიკომ" ლა ლიგიდან გავარდნილი "რასინგიდან" უფასოდ 30 წლის ნახევარმცველი დომინგო სისმა წაიყვანა. სისმამ 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა "როხიბლანკოსთან". მას ნახევარდაცვის შუაში და მარცხნივ დაცვაში შეუძლია თამაში. სხვათა შორის, სისმა "ატლეტიკოს" აღზრდილია.

ურუგვაელმა ფორვარდმა კრისტიან სტუანიმ ლა კორუნიაში სამედიცინო შემოწმება გაიარა და იტალიური "რეჯინადან" "დეპორტივოში" იჯარით ჩაირიცხა. 25 წლის სტუანი "დეპორის" შეტევის სამეულს (რიკი, ოლივეირა და ბოდიპო) დაემატება.

"რაიო ვალეკანომ" იჯარით ორი ფეხბურთელი შეიმატა: "მანჩესტერ სიტის" 20 წლის განელი ნახევარმცველი მოჰამედ აბუ და "პალერმოს" 23 წლის არგენტინელი შემტევი ნახევარმცველი ფრანკო ვასკესი.

"ელ მუდო" (მუნჯი, ვასკესის მეტსახელია) "ბელგრანოს" აღზრდილია. სიცილიაში ის შარშან ამ დროს 4,5 მილიონ ევროდ გადავიდა, მაგრამ სეზონში სულ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა. აბუ "სიტის" ფეხბურთელია 2010 წლიდან, მაგრამ ჯერ ამ გუნდში არ უთამაშია. "მალაგამ" პორტუგალიური "ლეირიადან" ჩილელი მანუელ იტურა დაიმატა.

ბოლო დღეებში ლა ლიგაში განხორციელებული ტრანსფერები
27 აგვ ლუკა მოდრიჩი (ხორ) ტოტენჰემი რეალი 42 მლნ. ევრო
27 აგვ სტეფან ბაბოვიჩი (სერ) პარტიზანი სარაგოსა 1,5 მლნ. ევრო
27 აგვ მარკ ტორეხონი რასინგი კაიზერსლ. თავ. აგენტი
27 აგვ ვალტერ პანდიანი (ურუ) ესპანიოლი ვილიარეალი თავ. აგენტი
27 აგვ ჩავი ანუნზიატა ოსასუნა უესკა იჯარა
27 აგვ კრისტიან სტუანი (ურუ) რეჯინა დეპორტივო იჯარა
27 აგვ მოჰამედ აბუ (გან) სიტი ვალეკანო იჯარა
27 აგვ ფრანკო ვასკესი (არგ) პალერმო ვალეკანო იჯარა
27 აგვ მანუელ იტურა (ჩილ) ლეირია მალაგა თავ. აგენტი
27 აგვ დომინგო სისმა რასინგი ატლეტიკო თავ. აგენტი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული