ტიტო ვილანოვა: კარლეს პუიოლი მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ არ ითამაშებს, თუ რისკი დიდი იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას ჯერ არ გადაუწყვეტია, ითამაშებს თუ არა ესპანეთის სუპერთასისთვის მადრიდის "რეალთან" საპასუხო შეხვედრაში გუნდის კაპიტანი კარლეს პუიოლი.

შეგახსენებთ, რომ პუიოლმა ესპანეთის ჩემპიონატის საპასუხო მატჩში "ოსასუნასთან" სახის ძვალი გაიტეხა.

"პუიოლის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ მიგვიღია. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რას გვეტყვიან ექიმები. თუ რისკი ძალიან დიდი იქნება, ფეხბურთელი მოედანზე არ გამოვა. ის ვარჯიშებზე მჭიდრო კონტაქტებს გაურბის. ყოველი შემთხვევისთვის მისთვის დამცავი ნიღაბია მომზადებული", - განაცხადა ვილანოვამ.

ასევე იხილეთ:
კარლეს პუიოლი მადრიდის "რეალთან" ნიღბით ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული