ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელი დიდი ენთუზიაზმით მუშაობდა და შეიმჩნეოდა, რომ ერთი სული აქვს, თავისი ახალი გუნდის შემადგენლობაში მოედანზე გამოვიდეს. მან შესაძლოა "ბარსელონას" წინააღმდეგაც ითამაშოს, რადგანაც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მისი სატრანსფერო ფურცელი უკვე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მოდრიჩმა პირველივე ვარჯიშზე თავის ვარსკვლავ თანაგუნდელებზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. "სამეფო კლუბის" მოთამაშეთა საერთო აზრი ამგვარად შეიძლება გამოიხატოს: ეს ტიპი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ეს თვალში მაშინვე მოგხვდებათ. ის ძალიან ტექნიკურია".