ფაბიო კოენტრაუ და ტიტო ვილანოვა დასაჯეს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველს, ფაბიო კოენტრაუს ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში მთავარი არბიტრის შეურაცხყოფის გამო 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო" კლუბი "ხეტაფესთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელმაც არბიტრს უცენზურო სიტყვებით რამდენჯერმე მიმართა, სათადარიგო სკამიდან გააძევეს.

რაც შეეხება კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას, რომელიც ასევე გააძევს სამწვრთნელო შტაბის ადგილიდან "ოსასუნასთან" (2:1) მატჩში, სპეციალისტს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

გამომდინარე აქედან, ვილანოვა "ბარსელონას" "ვალენსიასა" და "ხეტაფესთან" შეხვედრებში გამოაკლდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული