შეგახსენებთ, პირველ მატჩში "ბარსელონამ" მადრიდის "რეალი" შინ 3:2 დაამარცხა, საპასუხო შეხვედრა კი მადრიდში 29 აგვისტოს, გვიან ღამით გაიმართება.
"ყველაფერი მატჩის შემდეგ გადაწყდება. მატჩის დასაწყისიდანვე შევუტევთ და ვეცდებით, პირველებმა გავიტანოთ.
არ ვფიქრობ, რომ "კამპ ნოუზე" გამართული მატჩის შემდეგ რამეს შევცვლით. იმ შეხვედრაში ხომ ძალიან კარგად ვითამაშეთ.
ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, დავამარცხებთ თუ არა "ბარსელონას" სუპერთასისთვის მატჩში. ის უნდა გავარკვიო, რა მოხდა "ხეტაფესთან" დაპირისპირებაში. ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა.
მოდრიჩი ჩვენი მთავარი სამიზნე იყო და ვიცით, სად შეიძლება მისი უკეთ გამოყენება. ლუკა კარგ მდგომარეობაშია, უახლოეს ხანში კი ფორმის პიკს მიაღწევს.
პეპე შესანიშნავი განწყობით ვარჯიშობს - მეუღლემ ქალიშვილი აჩუქა. ის ძალიან ბედნიერია. ჩვენ კი ვიმედოვნებთ, რომ პეპე "ბარსელონასთან" თამაშს შეძლებს", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
მოურინიომ ისიც აღნიშნა, რომ "რეალის" სატრანსფერო კამპანია ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
"არ მითქვამს, რომ სატრანსფერო ბაზარზე მუშაობა დავასრულეთ. 31 აგვისტომდე დრო ჯერ კიდევ არის.
კარვალიოს "რეალთან" კონტრაქტი ჯერ კიდევ აქვს და მას პატივი უნდა ვცეთ.
თუ კაკა არ წავა, ის ძირითადი შემადგენლობის ისეთივე მოთამაშე იქნება, როგორც დანარჩენი ფეხბურთელები", - აღნიშნა "ერთადერთმა".
ასევე იხილეთ:
ბარსელონა-რეალი 3:2 - ვიქტორ ვალდესის საჩუქარი [VIDEO]