ტიტო ვილანოვა: მადრიდის "რეალს" არაფრით ჩამოვუვარდებოდით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ ესპანეთის სუპერთასზე თავისი გუნდის დამარცხებაზე კომენტარი გააკეთა.

"მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც აღმოვჩნდით, ბიჭებმა ხელები არ ჩამოყარეს და ბოლომდე იბრძოლეს.

მატჩის ბოლოს უპირატესობას ვფლობდით და ათი კაცითაც ვუტევდით. ანგარიშის გასათანაბრებლად მომენტები გვქონდა, მაგრამ მათი გამოყენება ვერ შევძელით.

"რეალმა", მისდა საბედნიეროდ, ორი სწრაფი გოლის გატანა მოახერხა. ისინი ჩვენი მცველების უხეშ შეცდომებს მოჰყვა. საერთო ჯამში კი, მეტოქეს არაფრით ჩამოვუვარდებოდით.

სუპერთასზე დამარცხების გამო თავზე ნაცრის გადაყრას არ ვაპირებთ. მთელი სეზონი წინაა. ვიმუშავებთ და წარმატებას მოვაღწევთ"
, - განაცხადა ვილანოვამ.

ასევე იხილეთ:

მადრიდის "რეალმა" "ბარსელონა" 2:1 დაამარცხა და სუპერთასი მოიპოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული