"სამეფო კლუბმა" 2:1 მოიგო, თავად არგენტინელმა კი პირველი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მან რამდენიმე ძალიან ხელსაყრელი მომენტიც ვერ გამოიყენა. კატალონიელებს რომ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება მოეხერხებინათ, იგუაინი მატჩის ანტიგმირად გადაიქცეოდა.
"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ გოლის გატანა კვლავ შევძელი. თუმცა მთავარი ისაა, რომ გუნდმა გაიმარჯვა. ყველანი ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენი გულშემატკივრები ამ ტრიუმფს იმსახურებდნენ. "ხეტაფესთან" მატჩში წარუმატებლობის შემდეგ რეაბილიტაცია აუცილებელი იყო", - განაცხადა იგუაინმა.
ასევე იხილეთ:
მადრიდის