როგორი შემადგენლობით მოდის თბილისში ესპანეთის ნაკრები

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები 2014 წლის მუნდიალის შესარჩევი ციკლისთვის მზადებას იწყებს.

ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდები 7 სექტემბერს პონტევედრეში საუდის არაბეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ, რის შემდეგაც 11 სექტემბერს თბილისში, საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრას გამართავენ.

ესპანეთის ნაკრები თბილისში შემდეგი შემადგენლობით ჩამოვა:

მეკარეები: კასილიასი, რეინა, ვალდესი.
მცველები: ხორდი ალბა, ალბიოლი, არბელოა, მონრეალი, პიკე, სერხიო რამოსი, ხუანფრანი.
ნახევარმცველები: ბენიატი, ჩაბი ალონსო, ჩავი, კასორლა, სესკ ფაბრეგასი, ინიესტა, ბუსკეტსი, დავიდ სილვა, ხესუს ნავასი.
თავდამსხმელები: პედრო, სოლდადო, ტორესი, ვილია.
მკითხველის კომენტარები / 9 /
თვითმფრინავში აგენტი შევაგზავნოთ და პასპორტები მოვპაროთ... ისე, ხომ ვერ მეტყვით ბილეთის სავარაუდო ფასებს?
giorgi
12:27 02-09-2012
0
ჯერ ბელორუსია გადავლახოთ შემდეგ ვიფიქროთ ესპანეთზე ....
merabi
22:34 01-09-2012
0

სიახლეები პოპულარული