ტური არასრულია, რადგან ბოლო მომენტში ფედერაციამ ორშაბათს ჩასატარებელი შეხვედრა სევილიურ "ბეტისსა" და მადრიდის "ატლეტიკოს" შორის გადადო.
ატლეტიკო ჩივილმა იხსნა
მიზეზი ცხადია - 31 აგვისტოს "ატლეტიკომ" მონაკოში ევროპის სუპერთასისთვის იბრძოლა და ორშაბათისთვის ძალების აღდგენა გაუჭირდება.
გასაკვირი სხვა რამაა - ესპანური ფეხბურთის ჩინოსნები ამ დასკვნამდე მხოლოდ 30 აგვისტოს მივიდნენ.
ახლა სევილიურ-მადრიდული დაპირისპიების ახალი თარიღი ცნობილი არაა, თუმცა ყველა ნიუანსი მიუთითებს,
"ატლეტიკო" უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში ვარდებოდა, ორშაბათს დაღლილ-დაქანცული გუნდი ეროვნულ ნაკრებებში წასულ 7 ფეხბურთელსაც (ფალკაო, გოდინი, სებოლა, არდა თურანი, ემრე, ხუანფრანი და კურტუა) მოისაკლისებდა.
ბუნებრივია, მადრიდელებმა მატჩის გადადება მოითხოვეს და მიზანსაც მიაღწიეს. ფედერაციაში ირწმუნებიან, რომ ეს მხოლოდ ფორმალობა იყო, მაგრამ ფაქტია, "ატლეტიკოს" რომ არ ეჩივლა, შეხვედრა გაიმართებოდა და "ბეტისს" მეტოქეზე უზარმაზარი უპირატესობა ექნებოდა (თავად მხოლოდ ბენიატს მოისაკლისებდა).
ალვეში და გაგო საეჭვოა
დავუბრუნდეთ ცენტრალურ მატჩს - "კამპ ნოუზე" "ვალენსია" ჩადის. მასპინძელთა ბანაკში კი დიდი სიხარულია - მართალია, გუნდმა ესპანეთის სუპერთასი დათმო, მაგრამ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად ბარსელონელი დაასახელეს. ოღონდ, არა ლეო მესი, არამედ ანდრეს ინიესტა.
"პრიზი ანდრესს ეკუთვნდოდა, მან ძალიან ბევრს მიაღწია ამ სეზონში", - ეს სიტყვები არგენტინელს ეკუთვნის, რომელიც იმითაც გახარებულია, რომ თანაგუნდელმა მოუგო და არა "რეალის" ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ.
"ვალენსიასთან" მატჩიც ამ პრიზის გამოტანით დაიწყება. "ბარსელონას" ისეთი ძლიერი მეტოქეები არ შეხვდნენ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრაზე როგორც "რეალს", თუმცა "ბენფიკას", "სპარტაკსა" და "სელტიკს" ბრძოლა ნამდვილად შეუძლიათ. ამასთან, გუნდი დაემშვიდობა იბრაჰიმ აფელაის, ჰოლანდიელი "შალკეს" ათხოვეს.
"ვალენსიასთან" მატჩში საეჭვოა ბრაზილიელი დანი ალვეშის თამაში. ალვეშმა ვერც "რეალთან" ითამაშა, რის შემდეგ ექიმებმა გამოიკვლიეს მისი მტკივანი ფეხი, კუნთის დაზიანება არ აღმოჩნდა, ეს კარგია, მაგრამ შეშუპება ნათლად ჩანს. სწორედ ამის გამო, ბრაზილიელი მცველის თამაში საეჭვოა.
"ვალენსიას" ახალი მწვრთნელი გაიყვანს "კამპ ნოუზე" - არგენტინელი მაურისიო პელეგრინოსთვის ეს ამ რანგში პირველი დაპირისპირებაა "ბარსასთან". "ლოს ჩე" ერთადერთი გუნდია ჩემპიონატში, რომელსაც ჯერ არც მოუგია და არც წაუგია. თუკი "რეალთან" სტუმრად 1:1 დასრულებული მატჩი "ღამურების" აქტივშია ჩასაწერი, შინ "დეპორტივოსთან" 3:3 - არა. მით უფრო, რომ "ვალენსია" 3:1-ს უგებდა მეტოქეს.
სტუმრები კვლავ სერხიო კანალესისა და ევერ ბანეგას გარეშე ითამაშებენ, ისინი კიდევ კარგა ხანს ვერ მომჯობინდებიან. აი, რიკარდო კოშტა კი დისკვალიფიცირებულია. საეჭვოა ფერნანდო გაგოს თამაშიც, "რეალიდან" გადმოსული ახალწვეული წინა ტურში, გალისიელებთან მატჩში დაშავდა.
ახალწვეულებით
1 სექტემბერს "სელტა" ოსასუნას" უმასპინძლებს. არ არის გამორიცხული, რომ გალისიელთა რიგებში უკვე ვიხილოთ ლონდონის "არსენალის" კორეელი ფორვარდი პარკ ჩუ იუნი.
"მალაგა", რომელმაც უმთავრეს მიზანს - ლიგაში შესვლას - მიაღწია, "სარაგოსას" ესტუმრება. "მალაგა" პარასკევს არგენტინელი ხავიერ სავიოლათი გაძლიერდა.
"მალიორკა" "რეალ სოსიედადს" მასპინძლობს - მასპინძელთა რიგებში სერიოზული შენამატია - "ტოტენჰემიდან" გადავიდა და 4-წლიანი ხელშეკრულებაც გააფორმა ჯოვანი დოს სანტოსმა.
წინა ტურის გმირი ("რეალის" მომგები) "ხეტაფე" "დეპორტივოს" ლა კორუნიაში ეწვევა - მადრიდული კლუბი ახლახან ალვარო ვასკესით გაძლიერდა.
დაჭრილი რეალი და ხელცარიელი რონალდო
2 სექტემბერს "რეალი" "გრანადას" მასპინძლობს. ანდალუსიელებს ცუდ დროს უწევთ მადრიდში ჩასვლა. ესპანეთის სუპერთასის მომგები ჟოზე მოურინიოს გუნდი დაჭრილი დათვივით სახიფათოა - "სამეფო კლუბს" ხომ მხოლოდ ქულა აქვს 6 შესაძლებელიდან.
"რეალში" ტრავმები არავის აწუხებს, არც დისკვალიფიკაცია - ასე რომ, პორტუგალიელს შეუძლია უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანა "გრანადას" წინააღმდეგ.
მათ შორის იქნება რონალდოც, რომელიც მონაკოდან ხელცარიელი დაბრუნდა - ევროპის საუკეთესო ფეხბურთელობამდე მას 2 ხმა დააკლდა.
ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური
1 სექტემბერი
სელტა-ოსასუნა 18:00
დისკვალიფიკაცია: პუნიალი (ოსა)
ტრავმა: არმენტეროსი (ოსა)
სარაგოსა-მალაგა 20:00
ტრავმა: ობრადოვიჩი, აპონიო (?), ლოოვენსი - ბაპტიშტა
დეპორტივო-ხეტაფე 22:00
ტრავმა: ლაურე, გამა (?), სალომაო (დეპ)
მალიორკა-სოსიედადი 00:00
ტრავმა: ხიმენესი, არისმენდი - მარტინესი (?), ზურუტუზა (?)
2 სექტემბერი
ვალეკანო-სევილია 14:00
დისკვალიფიკაცია: ლოპესი (სევ)
ტრავმა: პეროტი (?), რეიესი, კონდობია
ბილბაო-ვალიადოლიდი 18:00
ტრავმა: აურტენეჩე, ამორებიეტა (ბილ)
ლევანტე-ესპანიოლი 20:00
დისკვალიფიკაცია: ნავარო - ალბინი
ტრავმა: კარაბელასი, ხუანფრანი, რიოსი (?) - გარსია, მორენო (?), მატიონი, კოლოტო, ბაენა
რეალი-გრანადა 21:50
დისკვალიფიკაცია: კოენტრაო - ბენიტესი
ტრავმა: იებდა, რიკო (გრა)
ბარსელონა-ვალენსია 23:30
დისკვალიფიკაცია: ვილანოვა - კოშტა
ტრავმა: ალკანტარა, კვენკა, აბიდალი, ალვეში (?), პუიოლი (?), მუნიესა - გაგო (?), კანალესი, ბანეგა
ბეტისი-ატლეტიკო (გადაიდო)
სატურნირო ცხრილი
ა თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 2 0 0 7-2 6
2. ვალიადოლიდი 2 2 0 0 3-0 6
3. ვალეკანო 2 2 0 0 3-1 6
4. ატლეტიკო 2 1 1 0 5-1 4
5. დეპორტივო 2 1 1 0 5-3 4
6. სევილია 2 1 1 0 3-2 4
7. მალიორკა 2 1 1 0 3-2 4
8. მალაგა 2 1 1 0 2-1 4
9. ბეტისი 2 1 0 1 6-5 3
10. ხეტაფე 2 1 0 1 3-3 3
11. სარაგოსა 2 1 0 1 2-2 3
12. სოსიედადი 2 1 0 1 3-6 3
13. ვალენსია 2 0 2 0 4-4 2
14. რეალი 2 0 1 1 2-3 1
15. გრანადა 2 0 1 1 1-2 1
16. ლევანტე 2 0 1 1 1-3 1
17. ესპანიოლი 2 0 0 2 2-4 0
18. სელტა 2 0 0 2 1-3 0
19. ოსასუნა 2 0 0 2 1-4 0
20. ბილბაო 2 0 0 2 3-9 0
ბომბარდირები:
4 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხორხე მოლინა (ბეტისი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 2 - იმანოლ აგირეჩე (რეალ სოსიედადი), , მიკელ სან ხოსე (ბილბაო), ალვარო ნეგრედო (სევილია), გონსალო იგუაინი (რეალი), რობერტო სოლდადო (ვალენსია), აბელ აგილარი (დეპორტივო), ხორხე მოლინა (ბეტისი), ვიქტორ პერესი (ვალიადოლიდი)
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"