გუტი: ვერ გამიგია, როგორ აიყვანა მადრიდის "რეალმა" ესტებან გრანეროს ნაცვლად მაიკლ ესიენი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთლმა გუტიმ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკით უკმაყოფილება გამოხატა.

გუტის კერძოდ, კლუბიდან ნახევარმცველ ესტებან გრანეროს წასვლა და მაიკლ ესიენის მოსვლა ჰქონდა მხედველობაში. შეგახსენებთ, რომ განელი ნახევარმცველი "სამეფო კლუბში" იჯარის წესით ითამაშებს.

"ფეხბურთში არსებობს მოვლენები, რომლებიც არ მესმის. ერთერთი ასეთი მოვლენა "რეალიდან" გრანეროს წასვლაა. შემდეგ მის ნაცვლად ესიენი აიყვანეს. გრანერო ესიენს სჯობს და ამას გარდა, ის ესპანელია. ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ესპანელები არიან. როდესაც უცხოელებს ყიდულობენ, ამით მეტ ფულს იპარავენ", - განაცხადა გუტიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული