საბედნიეროდ, ედინ ჯეკოს 32 წლის ბიძაშვილი მოედნიდან გაყვანის მერე გონს მოეგო.
ტურის ცენტრალური მატჩის ბედი კი ბრაზილიელი ადრიანოს სუპერგოლმა გადაწყვიტა - მცველმა შორიდან "ვალენსიას" კარის "ცხრიანში" გაიტანა.
გამარჯვება ხუთი წლის მერე
ვიგოს "სელტამ" ხუთწლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო პრიმერაში - პაკო ერერას გუნდმა მეორე ტაიმში იაგო ასპასისა და მარიო ბერმეხოს
მასპინძლებს არ უთამაშებიათ სატრანსფერო სეზონის ბოლო დღეს "არსენალიდან" გადმოყვანილი პარკ ჩუ-იუნი. სამაგიეროდ, ნავარელებმა ათამაშეს განელი ახალწვეული ანტონი ანანი, რომელმაც დისკვალიფიცირებული კაპიტანი პაჩი პუნიალი შეცვალა.
თავიდან სტუმრებმა იძალეს. ხოსება ლორენტემ ბურთი ხარიხასაც გაარტყა, მაგრამ შემდეგ გალისიელებმა გაათანაბრეს თამაში, ხოლო ანდრეს ფერნანდესმა ცალი ხელით მოიგერია ასპასის სახიფათო დარტყმა.
პირველი გოლი არგენტინელი აუგუსტო ფერნანდესის დამსახურებაა. მის ჩაწოდებულს ჩინებული ეთქმოდა - ასპასმა თავურით გაიტანა ლა ლიგაში პირველი გოლი. შემდეგ მსაჯმა ნავარელი ალეხანდრო არიბასი გააძევა და ამით ინტრიგა მოკლა. ბერმეხომ კი ტონიოს პასით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
სავიოლას ხიბლი
"მალაგა" კვლავ დაუმარცხებელია ლა ლიგაში. ის კი არა, ნაჩო კამაჩოს თავურის წყალობით მანუელ პელეგრინის გუნდმა სტუმრად "სარაგოსა" დაამარცხა - 1:0.
პირველ ტაიმში არაგონელები სჯობდნენ მეტოქეს, მაგრამ რომარიკმა და ლუკას ვილჩესმა საგოლე შანსები გაანიავეს. ერთადერთი გოლი მეორე ტაიმში პორტუგალიელი ელიზეუს ჩაწოდების შემდეგ გავიდა.
"მალაგაში" ხავიერ სავიოლას დებიუტი შედგა, რომლის თამაშმაც თავისებური ხიბლი შესძინა ანდალუსიელთა ასპარეზობას.
ისევ ხეტაფე, ისევ აბდელაზიზი
წინა ტურის გმირი მადრიდის "ხეტაფე" არც ამჯერად შერცხვა - "რიასორზე" "დეპორტივოს" 1:1 დაუზავდა. მხოლოდ 6 წუთი იყო გასული, როცა "ხეტაფეს" ყოფილმა ფეხბურთელმა, რიკიმ გაუტანა, მაგრამ სტუმართა პასუხმაც არ დააყოვნა - "რეალის" კარში გამარჯვების გოლის გამტანმა აბდელაზიზ ბარადამ ამჯერად ქულა მოუტანა "ხეტაფეს".
ლა ლიგაში დაბრუნებული "დეპორი" ჯერ არ დამარცხებულა.
მალიორკა, ეს საინტერესოა
როგორც ჩანს, ხოაკინ კაპაროსმა სიმპათიური გუნდი ააწყო, რომელთანაც ბრძოლა ბევრს გაუჭირდება. 1 სექტემბერს ვიქტორ კასადესუსის თავურის წყალობით "მალიორკამ" შინ 1:0 მოუგო "რეალ სოსიედადს".
გუნდს დიდებულად მოერგო "ესპანიოლიდან" გადმოსული ხავი მარკესი. მისი და მიშელ პერეირას დამსახურებაა, რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბალეარელები აკონტროლებდნენ სიტუაციას მოედანზე და ბასკებს შანსი არ მისცეს.
ვერგატანილი ორი პენალტი ორ ქულად დაუჯდათ
მიჩელი მადრიდიდან ქულით ბრუნდება სევილიაში, თუმცა ანდალუსიური კლუბის თავკაცს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ 2 ქულა ჯიბიდან ამოაცალეს... თავისივე ფეხბურთელებმა.
ჯერ იყო და მე-7 წუთზე ალვარო ნეგრედომ პენალტი ძელს გაარტყა, მერე, 70-ე წუთზე ივან რაკიტიჩმა ნიშნულიდან სულაც ააცილა ბურთი 7-მეტრიან კარს.
თანაც, მეორე პენალტის ეპიზოდში მასპინძლებს გოლკიპერი რუბენი გაუძევეს. მანამდე 3 მცველით მოთამაშე "რაიო ვალეკანო" კი ფლანგებზე ღრიჭოებს უხვად ტოვებდა, რითაც კარგად სარგებლობდნენ დელ მორალი და ხესუს ნავასი, მაგრამ ვერც ამ უპირატესობამ გამოიღო შედეგი.
ბასკებმა შვებით ამოისუნთქეს
ორი გამანადგურებელი მარცხის მერე მოიგო ბილბაოს "ატლეტიკმა" - მარსელო ბიელსას გუნდმა "ვალიადოლიდს" 2:0 აჯობა.
ბასკებმა ხავი მარტინესის გარეშე ითამაშეს, რომელიც "ბაიერნში" წავიდა. არ იყო არც ფერნანდო ლორენტე, რომელიც ვერსადაც ვერ წავიდა, მაგრამ ოფიციალური ვერსიით, ტრავმირებულია.
მეორე ტაიმში ანგარიში არიც ადურისმა გახსნა (კლუბში დაბრუნების მერე პირველი გოლი), შემდეგ კი ინიგო დე გალარეტას პასით მარკელ სუსაეტამ იხეირა.
მოუგეს, სცემეს...
ვალენსიაში "ლევანტემ" მცირე სასწაული მოახდინა - 0:2-ს აგებდა მეორე ტაიმში და საბოლოოდ 3:2 მოუგო "ესპანიოლს"; თანაც, ბოლოს 10 კაცით თამაშობდა.
ამ შეხვედრაში ბარსელონელ სერხიო ტეხერას (რომელმაც სტუმართა მეორე გოლი გაიტანა) თავი გაუტეხეს.
პირველი მოგება, პირველი დუბლი
გაგიკვირდებათ და... "რეალმა" პირველი გამარჯვება იზეიმა სეზონში, ხოლო კრიშტიანო რონალდომ კვირასღა გახსნა გოლების ანგარიში.
პორტუგალიელმა სულაც დუბლი შეასრულა, ხოლო რიცხვმცირე "გრანადას" განადგურება გონსალო იგუაინმა დაასრულა, რომელმაც "სამეფო კლუბისთვის" ყოველ ტურში გაიტანა - 3:0.
100%
"კამპ ნოუზე" დიდი ამბით შეხვდნენ ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელ ანდრეს ინიესტას, რომელმაც პუბლიკას ის პრიზი ანახა, რომელიც რამდენიმე დღის წინათ მონაკოში მიიღო უეფას შეფისგან.
პირველ ტაიმში "ვალენსიას" გოლი ადრიანომ გაუტანა (ლეო მესის პასით). მე-60 წუთზე პერეს ლასამ გოლი არ ჩაუთვალა ვიქტორ რუისს.
ესპანეთი. ლა ლიგა. III ტური
სელტა-ოსასუნა 2:0
სელტა (4-2-3-1): ვარასი - ჯონი (69. ბელვისი), კაბრალი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, ა. ლოპესი - ა. ფერნანდესი (73. ტონიო), ბერმეხო, კრონ-დელი - ასპასი (82. ბუსტოსი).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, არიბასი, ფლანიო, დამია - ანანი, ლოე (69. ნინო) - სეხუდო (62. ტიმორი), სისი, ლამა - ხ. ლორენტე (75. კიკე სოლა).
გოლები: 1:0 ასპასი (68), 2:0 ბერმეხო (92)
გაფრთხილება: ტუნიესი - ფლანიო, არიბასი, ანანი
გაძევება: არიბასი (83)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 5-15; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 12-7 (4-2); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 17 000
სარაგოსა-მალაგა 0:1
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - გონი, ალვარო, პარედესი, აბრაამი - პინტერი, ხოსე მარი - მონტანიესი (73. ორტი), რომარიკი (62. არანდა), ვილჩესი (59. ვ. როდრიგესი) - პოშტიგა.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ტულალანი, კამაჩო - ხოაკინი (89. ს. სანჩესი), ისკო (80. დუდა), ელიზეუ - ოლინგა (46. სავიოლა).
გოლი: 0:1 კამაჩო (56)
გაფრთხილება: ხოსე მარი - პარედესი, კამაჩო, დუდა, სავიოლა, მონრეალი
კუთხური: 10-10; ჯარიმა: 23-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-11 (4-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 16 000
დეპორტივო-ხეტაფე 1:1
დეპორტივო (4-2-3-1): არანსუბია - მ. პაბლო, აიტამი, მარჩენა, ევალდო - აგილარი, ხ. დომინგესი (83. ანდრე სანტოსი) - გამა (50. კამუნიასი), ვალერონი (59. ოლივეირა), პიცი - რიკი.
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ლოპო, ალექსისი, მ. ტორესი - მიჩელი, ხ. ტორესი - პედრო ლეონი, ბარადა (89. ხ. როდრიგესი), ლაფიტა (64. გავილანი) - კოლუნგა (69. ალკასერი).
გოლები: 1:0 რიკი (6), 1:1 ბარადა (26)
გაფრთხილება: აიტამი, აგილარი - მიჩელი, ალექსისი
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 8-13; თამაშგარე: 6-6; კარში დარტყმა: 10-13 (5-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 28 000
მალიორკა-სოსიედადი 1:0
მალიორკა (4-4-2): ავატე - ჩ. ნავარო, ნუნიეში, ა. კონსეისაო, ა. ლოპესი - ნსუე (63. ალფარო), პინა (78. ჟოაო ვიქტორი), ხ. მარკესი (87. მარტი), მ. პერეირა - ვიქტორი, ჰემედი.
რეალ სოსიედადი (4-3-3): ბრავო - ესტრადა, ანსოტეგი, მ. გონსალესი, დე ლა ბელა - პარდო (78. იფრანი), ბერგარა, ილარამენდი (85. ხოსე ანხელი) - ჩაბი პრიეტო, აგირეჩე, ველა (69. გრიზმანი).
გოლი: 1:0 ვიქტორი (75)
გაფრთხილება: პერეირა, ლოპესი, ვიქტორი, მარკესი, მარტი - ბერგარა, ანსოტეგი
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 21-11; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 15-10 (5-3); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 16 000
ვალეკანო-სევილია 0:0
რაიო ვალეკანო (3-5-2): რუბენი - კასადო, ამატი, ტიტო - ხოსე კარლოსი (70. დანი), ადრიანი, ტრაშორასი (73. გალვესი), ფუეგო, ბანგურა (62. რამირო) - ლეო კარილიო, ბილე ნილსენი.
სევილია (4-3-3): პალოპი - სისინიო, ბოტია, სპაჰიჩი (77. მადურო), ფ. ნავარო - ტროხოვსკი (75. რუბიო), მედელი, რაკიტიჩი - ხესუს ნავასი, ნეგრედო, დელ მორალი (72. ერვასი).
შენიშვნა: ალვარო ნეგრედომ (7) და ივან რაკიტიჩმა (70) ვერ გაიტანეს პენალტები.
გაფრთხილება: ამატი, ფუეგო, კასადო, გალვესი - რაკიტიჩი, ბოტია
გაძევება: რუბენი (69)
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 20-14; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 13-18 (4-3); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 10 000
ბილბაო-ვალიადოლიდი 2:0
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, გურპეგი, ეკიზა, ი. პერესი (86. სან ხოსე) - იტურასპე (46. დე გალარეტა), დე მარკოსი - სუსაეტა, მუნიაინი (88. ტოკერო), ი. ლოპესი - ადურისი.
ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - რუკავინა, რუედა, ვალიენტე, პენია - რუბიო (60. სასტრე), ვ. პერესი - ებერტი (86. ლოლო), ოსკარი (77. ბუენო), ომარი - გერა.
გოლები: 1:0 ადურისი (69), 2:0 სუსაეტა (75)
გაფრთხილება: რუბიო
კუთხური: 9-4; ჯარიმა: 6-7; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 17-8 (3-1); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 50 000
ლევანტე-ესპანიოლი 3:2
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, როდასი, ხუანფრანი - დიოპი (46. მიჩელი), იბორა - ელ ჟარი (80. რ. გარსია), ბარკერო, ხუანლუ - გეკასი (80. ანხელი).
ესპანიოლი (4-2-3-1): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, ფორლინი, რ. როდრიგესი, კაპდევილა - ვ. სანჩესი, ტეხერა (75. მორენო) - რუი ფონტე, ვერდიუ (56. სტუანი), ვაკასო (50. სიმაო) - ლონგო.
გოლები: 0:1 ლონგო (21), 0:2 ტეხერა (25), 1:2 ხუანლუ (54), 2:2 ლელი (56), 3:2 რ. როდრიგესი (93 ს.კ.)
გაფრთხილება: დიოპი, ლელი, იბორა, მუნუა - ლონგო, სანჩესი, კაპდევილა, რუი ფონტე, ალვარესი, ტეხერა
გაძევება: იბორა (81)
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 30-21; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-9 (4-2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 20 000
რეალი-გრანადა 3:0
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - კალეხონი (46. დი მარია), მოდრიჩი (57. იოზილი), რონალდო (63. იგუაინი) - ბენზემა.
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - ირინეი, მ. რიკო - ორტისი (68. ტორჟე), ელ-არაბი (61. მაინსი), ორელიანა (73. ხაიმე) - ფლორო ფლორესი.
გოლები: 1:0 რონალდო (25), 2:0 რონალდო (53), 3:0 იგუაინი (75)
გაფრთხილება: პეპე, არბელოა - გომესი
გაძევება: გომესი (59)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 7-1; კარში დარტყმა: 22-7 (8-0); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 70 000
ბარსელონა-ვალენსია 1:0
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში (46. ალბა), პიკე, მასკერანო, ადრიანო - ჩავი, სონგი, ფაბრეგასი (63. ინიესტა) - სანჩესი (88. ბუსკეტსი), მესი, პედრო.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა, რამი, რუისი, სისოკო - ალბელდა (76. გაგო), ტ. კოსტა - ფეგული (80. ვალდესი), ჟონასი, გუარდადო (76. ვიერა) - სოლდადო.
გოლი: 1:0 ადრიანო (23)
გაფრთხილება: პიკე - გუარდადო, ალბელდა, რამი
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 10-12; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 14-6 (5-1); ბურთის ფლობა: 63%-37%.
მაყურებელი: 76 350
ბეტისი-ატლეტიკო გადაიდო
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ |
ბ | ქ |
1. | ბარსელონა | 3 | 3 | 0 | 0 | 8-2 | 9 |
2. | მალიორკა |
3 | 2 | 1 | 0 | 4-2 | 7 |
3. | მალაგა |
3 | 2 | 1 | 0 | 3-1 | 7 |
4. | ვალეკანო | 3 | 2 | 1 | 0 | 3-1 | 7 |
5. | ვალიადოლიდი | 3 | 2 | 0 | 1 | 3-2 | 6 |
6. | დეპორტივო | 3 | 1 | 2 | 0 | 6-4 | 5 |
7. | სევილია | 3 | 1 | 2 | 0 | 3-2 | 5 |
8. | ატლეტიკო | 2 | 1 | 1 | 0 | 5-1 | 4 |
9. | რეალი | 3 | 1 | 1 | 1 | 5-3 | 4 |
10. | ხეტაფე | 3 | 1 | 1 | 1 | 4-4 | 4 |
11. | ლევანტე | 3 | 1 | 1 | 1 | 4-5 | 4 |
12. | ბეტისი | 2 | 1 | 0 | 1 | 6-5 | 3 |
13. | სელტა | 3 | 1 | 0 | 2 | 3-3 | 3 |
14. | სარაგოსა | 3 | 1 | 0 | 2 | 2-2 | 3 |
15. | ბილბაო | 3 | 1 | 0 | 2 | 5-9 | 3 |
16. | სოსიედადი | 3 | 1 | 0 | 2 | 3-7 | 3 |
17. | ვალენსია | 3 | 0 | 2 | 1 | 4-5 | 2 |
18. | გრანადა | 3 | 0 | 1 | 2 | 1-5 | 1 |
19. | ესპანიოლი | 3 | 0 | 0 | 3 | 4-7 | 0 |
20. | ოსასუნა | 3 | 0 | 0 | 3 | 1-6 | 0 |
ბომბარდირები
4 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 3 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), ტომერ ჰემედი (მალიორკა), ხორხე მოლინა (ბეტისი), გონსალო იგუაინი (რეალი).
მომდევნო ტური
16 სექტემბერი: ესპანიოლი-ბილბაო, ატლეტიკო-რაიო ვალეკანო, გრანადა-დეპორტივო, მალაგა-ლევანტე, ოსასუნა-მალიორკა, რეალ სოსიედადი-სარაგოსა, სევილია-რეალი, ვალენსია-სელტა, ვალიადოლიდი-ბეტისი, ხეტაფე-ბარსელონა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"