"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არ გაგვეშვა. ამიტომ მთელი მატჩის განმავლობაში თამაშის სადავეები ხელთ გვეპყრა.
მეორე ტაიმში ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, თუმცა ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა.
რა თქმა უნდა, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ცხადია, რომ გუნდი ახლა უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე ჩემპიონატის სტარტზე.
სონგმა კარგად იმუშავა მოედნის ცენტრში, მეტოქეს ბურთს ხშირად ართმევდა. ასევე მინდა აღვნიშნო სესკი და პედრო. ორივემ კარგად ითამაშა", - თქვა ვილანოვამ.
მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით
ასევე
ლა ლიგა. III ტური: მადრიდის "რეალის" პირველი გამარჯვება