ტიტო ვილანოვა: სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ "ვალენსიასთან" (1:0) ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, არ გაგვეშვა. ამიტომ მთელი მატჩის განმავლობაში თამაშის სადავეები ხელთ გვეპყრა.

მეორე ტაიმში ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, თუმცა ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ დასრულდა.

რა თქმა უნდა, სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. ცხადია, რომ გუნდი ახლა უფრო კარგად გამოიყურება, ვიდრე ჩემპიონატის სტარტზე.

სონგმა კარგად იმუშავა მოედნის ცენტრში, მეტოქეს ბურთს ხშირად ართმევდა. ასევე მინდა აღვნიშნო სესკი და პედრო. ორივემ კარგად ითამაშა", - თქვა ვილანოვამ.

მომზადებულია Football Espana-ს მიხედვით

ასევე
იხილეთ:
ლა ლიგა. III ტური: მადრიდის "რეალის" პირველი გამარჯვება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული