ესპანურმა კლუბებმა სატრანსფერო ბაზარზე 116 მილიონი ევრო დახარჯეს

AutoSharing Option
ესპანური კლუბების მიერ ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დახარჯულმა თანხებმა, წინა ზაფხულთან შედარებით, მნიშვნელოვნად იკლო.

წელს ესპანურმა კლუბებმა სატრანსფერო ბაზარზე 116 მილიონი ევრო დახარჯეს. შარშან ამ დროს კი 360 მილიონი ევრო დაფიქსირდა.

გაყიდული ფეხბურთელებიდან შემოსულმა თანხამ კი 153 მილიონი ევრო შეადგინა. გამომდინარე აქედან, ესპანურმა კლუბებმა დადებითი ბალანსი მიიღეს - 36 მილიონი ევრო.

აღსანიშნავია, რომ 116 მილიონის 55 პროცენტი ლუკა მოდრიჩის, ალექს სონგისა და ხორდი ალბას ტრანსფერებზე დაიხარჯა.

"მალაგას", "რაიო ვალეკანოს", "ვალიადოლიდს", "ოსასუნას", "დეპორტივოსა" და "ესპანიოლს" კი ტრანსფერებზე ოფიციალურად კაპიკიც არ
დაუხარჯავთ, თუმცა ამ კლუბებმა ჯამში 47 ფეხბურთელი დაიმატეს.

მომზადებულია El Confidencial-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული