კარლეს რეშაკი: რონალდო თუ არაა ბედნიერი, მაშინ სხვამ საერთოდ რა უნდა თქვას?!

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კარლეს რეშაკმა მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს საქციელზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "გრანადასთან" მატჩის შემდეგ, რომელიც "რეალმა" 3:0 მოიგო, პორტუგალიელმა თქვა, რომ ბედნიერი არაა და კლუბში ამის შესახებ კარგად იციან.

"კრიშტიანო რონალდო თუ არაა ბედნიერი, მაშინ სხვამ საერთოდ რა უნდა თქვას?!

მას ყველაფერი აქვს, რა უნდა კიდევ? ის ჯანმრთელია, მდიდარი, წარმატებული, კარგი აღნაგობა აქვს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია", - თქვა რეშაკმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა რეშაკი, კარგი, რა! სირცხვილია! ვინაა რეშაკი? რექსაჩი ვიცით და რეშაკი ვიღანაა?
დუდუ
01:38 05-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული