ჟოზე მოურინიო: კრიშტიანო რონალდო, გვიყვარხარ და გაფასებთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ გუნდის სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გაამხნევა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ "სამეფო კლუბში" ბედნიერი არაა.

"შენ ჩვენი წამყვანი ფეხბურთელი ხარ და ამაში ეჭვი არავის ეპარება. შენ გჭირდება დაფასება და სიყვარული. ჩვენ გვიყვარხარ და გაფასებთ, ყველანაირად დაგეხმარებით.

ამაზე კიდევ დაგელაპარაკებით, როცა ნაკრებიდან დაბრუნდები, მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ ჩვენ მზად ვართ, მოგისმინოთ და დაგეხმაროთ", - ციტირებს ჟოზე მოურინიოს Football Espana Marca-ზე დაყრდნობით.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული