პრესტიჟული პრიზი ჩავის და იკერ კასილიასს [VIDEO]

AutoSharing Option
5 სექტემბერს გამოცხადდა, რომ ესპანური ფეხბურთისა და ზოგადად, ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში დიდი როლის შეტანისთვის ასტურიის პრინცის ორდენით დააჯილდოვებენ მადრიდის "რეალის" მეკარე იკერ კასილიასს და "ბარსელონას" ნახევარმცველ ჩავი ერნანდესს (იხილეთ ვიდეო).

ამ ჯილდოს ორივე ფეხბურთელი ოვიედოში, 26 ოქტომბერს მიიღებს. სხვათა შორის, ჩავის და კასილიასის გამარჯვებაში დიდი წვლილი ფიფას პრეზიდენტ ზეპ ბლატერს მიუძღვის, რომელიც ჟიურიში იყო მიწვეული.

2010 წელს ეს ჯილდო ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო მუნდიალის მოგებისთვის, 2011 წელს კი - მძლეოსანმა ჰაილე გებრესელასიემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული