შეგახსენებთ, რომ "გრანადასთან" მოგებული მატჩის შემდეგ რონალდომ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბედნიერი არ არის და კლუბში ამის შესახებ იციან.
პერესი მიიჩნევს, რომ რონალდომ ბოდიში ან ახსნა-განმარტება იგივენაირად უნდა გააკეთოს, როგორც თავისი პრობლემების შესახებ დაიწყო საუბარი, ანუ ტელეარხებისა და პრესის მეშვეობით.
"სამეფო კლუბში" მიიჩნევენ, რომ პორტუგალიელის საქციელი თავიდანვე დაგეგმილი იყო, რადგან რონალდომ ჟურნალისტებს პროვოცირება გაუკეთა და კითხვები თავისთვის სწორი მიმართულებით დაასმევინა.