სერხიო რამოსი: ესპანეთისთვის ამხანაგური მატჩები არ არსებობს

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა საუდის არაბეთთან ამხანაგური მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

ფეხბურთელის თქმით, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი მოედანზე იმისთვის არ გამოვა, რომ დაისვენოს.

"ესპანეთის ნაკრებისთვის ამხანაგური მატჩები არ არსებობს. ამბიციები უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი გუნდის ფერები დავიცვათ.

თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გვქონდა იმის დრო, რომ დაგვესვენა და ძალები აღგვედგინა", - თქვა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთი 7 სექტემბერს ამხანაგურ მატჩში საუდის არაბეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 11 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ გუნდს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული