34 წლის ფეხბურთელი "რეალის" მეორე და მესამე გუნდის რიგებში ივარჯიშებს.
ზაფხულში "სამეფო კლუბი" მზად იყო კარვალიო გაეყიდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა "მილანიდან", ქპრ-დან, "გალათასაირადან", რუსეთისა და ჩინეთიდან შეთავაზებები არ მიიღო.
შეგახსენებთ, რომ "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ადრე განაცხადა, რომ კარვალიო მის გეგმებში არ შედის.
პორტუგალიელი ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან 2013 წლის 30 ივნისამდე მოქმედებებს.
მომზადებულია AS-ის მიხედვით