ესპანელები სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაჩერდებიან, ხოლო 10 სექტემბერს ვისენტე დელ ბოსკეს შეგირდები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ივარჯიშებენ.
შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს საქართველოს ეროვნული გუნდი ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 21:30 სთ-ზე ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.
როგორც იცით, თემურ ქეცბაიას გუნდმა 7 სექტემბერს ბელორუსის ნაკრები მინიმალური ანგარით დაამარცხა.
ესპანელებისთვის კი საქართველოსთან დაპირიპისპირება მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის პირველი მატჩი იქნება.