ესპანური პრესის ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ახლო მომავალში რონალდოს შეხვდება და ახალ კონტრაქტზე დაელაპარაკება, რომელიც ფეხბურთელის კარიერის ბოლომდე იქნება გათვალისწინებული.
სავარაუდოდ, ახალი ხელშეკრულება პორტუგალიელის ხელფასს საკმაოდ გაზრდის.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით