ჟოან ლაპორტა: "ბარსელონას" პრეზიდენტად დაბრუნება დამოუკიდებელ კატალონიაში მინდა

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მზადაა დაბრუნდეს კლუბში, ოღონდ ეს იმ შემთხვევაში, თუკი კატალონია დამოუკიდებელი გახდება.

ლაპორტამ განცხადება იმ დღეს გააკეთა, როდესაც ბარსელონას ქუჩებში მილიონზე მეტმა ადამიანმა ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით მსვლელობა მოაწყო.

"ბარსელონას" პრეზიდენტობა დამოუკიდებელ კატალონიაში მინდა, - თქვა ლაპორტამ. - მე უკვე გავაცანი ჩემი შეხედულება გულშემატკივრებს და მათ ჩემი ესმით.

როდესაც მე კლუბში ვმუშაობდი
, მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, სუპერთასები და ესპანეთის ჩემპიონატი".

50 წლის პოლიტიკოსი "ბლაუგრანას" სათავეში 2003-2010 წლებში ედგა, რაც კლუბის
ისტორიაში ყველაზე წარმატებული პერიოდი იყო. სწორედ იმხანად გუნდმა ოთხჯერ ჩემპიონატი და ორჯერ ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის თასი მოიგო.

ლაპორტა ორი წლის წინ სანდრო როსელმა შეცვალა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეს დამპალი სეპარატისტი ! მერე ათამაშოს დამოუკიდებელი კატალონნის ჩემპიონატში ბარსელონა და რა დონეზეც დავა ნახოს :)
beqa
19:22 12-09-2012
0
მე მინდა ვუთხრა ჟოან ლაპორტას, რომ თვისი ერი მცდარი გზით მიჰყავს.

კასტილიელი ესპანელებიც რომ იბერიელები არ იყვნენ, მაშინ იქნებოდნენ მართლები.
IBERIA
22:59 12-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული