ანდრეს ინიესტა თბილისიდან შინ ტრავმით დაბრუნდა

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ საქართველოს ეროვნულ გუნდთან (1:0) მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩში ტრავმა მიიღო.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელს თეძოს კუნთი აქვს გაჭიმული, რის გამოც ინიესტა, სავარაუდოდ, 10-15 დღეს გამოტოვებს. ამის შესახებ ესპანური კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

გამომდინარე აქედან, ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი 15 სექტემბერს "ხეტაფესთან" ვერ ითამაშებს, ხოლო 19 სექტემბერს "ბარსელონას" "სპარტაკთან" ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორდი ალბას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული