როგორც პორტალმა შეიტყო, "სამეფო კლუბი" რონალდოს ამ ფასადაც ნამდვილად შეელევა, მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელის კონტრაქტში ჩაწერილი სატრანსფერო თანხა მილიარდ ევროს შეადგენს.
მანამდე რონალდომ განაცხადა, რომ გუნდში თავს კარგად ვერ გრძნობს და კლუბში ამის შესახებ იციან კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა უკმაყოფილების მიზეზად თავისი ამჟამინდელი ხელფასი გამორიცხა, "რეალის" ხელმძღვანელობამ მზადყოფნა გამოთქვა, მას სამუდამო მაღალანაზღაურებადი კონტრაქტი გაუფორმოს.