დავიდ ვილია: სხვა ნებისმიერ გუნდში, ალბათ, უკვე ვითამაშებდი

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავდამსხმელმა დავიდ ვილიამ განაცხადა, რომ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, რათა ძველი ფორმა აღიდგინოს.

"დღითიდღე თავს უკეთ ვგრძნობ. ძალიან მინდა, მიმდინარე სეზონი კარგად ჩავატარო და თავი სრულფასოვან ფეხბურთელად ვიგრძნო.

მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავარ. ასეთი რთული ტრავმის შემდეგ ძნელია, ძველი ფორმა დაიბრუნო.

ფიზიკურად 100 პროცენტით მზად ვარ. სათამაშო პრაქტიკა კი არ მყოფნის.

მსოფლიოს სხვა ნებისმიერ კლუბში, ალბათ, უკვე ვითამაშებდი, მაგრამ აქ ძალიან დიდი კონკურენციაა.

"ბარსელონაში" ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია. ამიტომ ძირითადში ადგილისთვის უნდა ვიბრძოლო", - თქვა ვილიამ.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული