ხოსეპ გვარდიოლა სეპარატისტობისთვის გააკრიტიკეს

AutoSharing Option
ხოსეპ გვარდიოლამ ახლახან საჯაროდ განაცხადა, რომ ხმას მისცემს კატალონიის დამოუკიდებლობას და სხვებსაც ამას მოუწოდებს, რის გამოც "ბარსელონას" ექს-თავკაცი "რეალისა" და "ბარსას" ყოფილმა ფორვარდმა ალფონსო პერესმა გააკრიტიკა:

"გვარდიოლას გამონათქვამი სამწუხაროა. მან ყველაფერს მიაღწია, როგორც ესპანელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა. მას, ალბათ, არც ესპანეთის ნაკრების წარმატებები უხარია. თუკი ასეთი პატრიოტია კატალონიის, რატომ ითამაშა ესპანეთის ნაკრებში?!" - განაცხადა 39 წლის ალფონსომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული