"ბარსელონას" "ხეტაფესთან" ხორდი ალბა ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველი ხორდი ალბა "ხეტაფესთან" ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

გამომდინარე აქედან, "ხეტაფესთან" "ბლაუგრანას" სამი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვერ ითამაშებს - ანდრეს ინიესტა, ალექსის სანჩესი და ხორდი ალბა.

სამაგიეროდ, სათამაშოდ მზადაა ვეტერანი მცველი კარლეს პუიოლი. 34 წლის ფეხბურთელი იძულებული იქნება, სპეციალური ნიღბით ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ პუიოლმა სახის ძვალი "ოსასუნასთან" (2:1) შეხვედრაში გაიტეხა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული