ჟოზე მოურინიო: მადრიდის "რეალი" სულით დაეცა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "სევილიასთან" (0:1) ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"სევილიასთან" ცუდად ვითამაშეთ. ვფიქრობ, წაგება დავიმსახურეთ. მე ამ მატჩში გუნდი არ დამინახავს. "რეალმა" ხელები ჩამოყარა და სულით დაეცა.

შესვენების დროს ნახევარი გუნდის გამოცვლა მინდოდა, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ სამი შეცვლა მქონდა.

სულ სხვა საქმეა "სევილია. მეტოქე ყოველი ბურთისთვის იბრძოდა. მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩავატარეთ მაღალ დონეზე - ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩი "ბარსელონას" წინააღმდეგ", - თქვა მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ "სამეფო კლუბი" სატურნირო ცხრილში 4 ქულით
მე-12 ადგილზე იმყოფება და პირველადგილოსან "ბარსელონას" 8 ქულით ჩამორჩება.

მომზადებულია AS-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული