ტიტო ვილანოვა: "ხეტაფესთან" მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ტიტო ვილანოვამ "ხეტაფესთან" (4:1) ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ტურის მატჩზე ისაუბრა.

"მატჩის მიმდინარეობას მთელი 90 წუთის განმავლობაში ვაკონტროლებდით. როგორ წესი, "ხეტაფესთან" შეხვედრა ჩვენთვის ყოველთვის რთულია, მაგრამ ამჯერად გუნდმა ხასიათი გამოვლინა.

რა ავტორიტეტით ვსარგებლობ გუნდში? ძნელი სათქმელია. სეზონი ახალი დაწყებულია და რამის თქმას ჯერ აზრი არ აქვს. ამჟამად მხოლოდ გუნდის თამაში მაღელვებს, რომელიც უნდა გავაუმჯობესო.

მესი? ლიონელის გამოყვანა მოედანზე მეორე ტაიმში გადავწყვიტე, როცა თამაში უფრო გახსნილი გახდა", - თქვა ვილანოვამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული