რამონ კალდერონი: მადრიდის "რეალის" მოთამაშეებს შეუძლიათ თქვან, რომ გუნდს მწვრთნელი არ ჰყავს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა "სევილიასთან" (0:1) დამარცხების შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

შეგახსენებთ, ამ მარცხის შემდეგ მოურინიომ განაცხადა, რომ მას ის კი არ აწუხებს, რომ "რეალს" მცირე რაოდენობის ქულები აქვს მოპოვებული, არამედ ის, რომ მას გუნდი არ ჰყავს.

"მოურინიოს გამონათქვამები საქმეს ვერ გამოასწორებს და ვერც ვერაფერს გადაწყვეტს. ნებისმიერ ფეხბურთელს შეეძლო ეთქვა, რომ გუნდს მწვრთნელი არ ჰყავს. ბევრად უკეთესია ვიფიქროთ, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო.

იმედი მაქვს, რომ "რეალის" მოთამაშეებს მოურინიოს სიტყვები არ მოეწონათ. მე
პირადად მიმაჩნია, რომ "რეალის" ფეხბურთელები მოედანზე თავს არ ზოგავენ", - განაცხადა კალდერონმა.

მომზადებულია dailymail-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული