გერმანიის ნაკრების მცველი დიდი ხანია, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მცველად მიიჩნევა. მოსალოდნელია, რომ ჰუმელსი კარლეს პუიოლის შესაძლო შემცვლელი გახდეს, რომელიც ბოლო ხანს ტრავმებს ძალიან ხშირად იღებს.
მომავალ ზაფხულს მატსის სანაცვლოდ კატალონიელები მზად არიან, 24 მილიონი ევრო გადაიხადონ.
თუმცა, ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ძალიან რთული იქნება, რადგან ჰუმელსმა ცოტა ხნის წინ "ბორუსიასთან" კონტრაქტი 2017 წლამდე გააფორმა.