100 ევრო თვეში - ლა ლიგის ფეხბურთელის ხელფასი!

AutoSharing Option
ესპანური "მარკა" ირწმუნება, რომ ის შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე დაბალანაზღაურებადი მეკარეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამოცემა აბუქებს - დედამიწაზე არსებობენ ქვეყნები, სადაც თვეში ასი ევრო მართლაც კარგი ანაზღაურებაა, მაგრამ ესპანეთში? ლა ლიგაში? დიახ, "გრანადას" მესამე გოლკიპერი ხორხე სანჩესი, რომელიც 19 წლისაა, თვეში სულ რაღაც 100 ევროს იღებს. შაბათს ეს ფეხბურთელი "ბარსელონასთან" მატჩის განაცხადში იქნება, "კამპ ნოუზე"!

ანდალუსიელთა მეორე მეკარემ, რობერტომ მუხლი იტკინა და ფეხბურთს რამდენიმე კვირით დააკლდება. ამის გამო წინა ტურში "დეპორტივოსთან" მატჩში ტონიოს შემცვლელად სკამზე ხორხე სანჩესი იჯდა.

ყველაზე მაგარი
კი ისაა, რომ თავად ფეხბურთელი თავს ბედნიერად გრძნობს "გრანადაში": "ჩემი ხელფასი რა მოსატანია, მე აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. რამდენიმე თვის წინათ ამას ვერც წარმოვიდგენდი, ახლა კი "კამპ ნოუზე" ვიქნები, როგორც ერთ-ერთი ფეხბურთელი. ასეთი სიხარული კი ფულზე მეტი ღირს. თუკი კლუბი ახალ კონტრაქტს შემომთავაზებს, დიდებული იქნება, თუმცა მე ამას დაჟინებით არც მოვითხოვ", - განუცხადა სანჩესმა "მარკას". ახლა წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია - "ბარსასთან" მატჩში შეცვლაზე შემოსული სანჩესი ლეო მესის პენალტს იღებს და მატჩის გმირი ხდება, მესი წელიწადში 33 მილიონ ევროს შოულობს, სანჩესი - 1,2 ათას ევროს, კატასტროფული სხვაობაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული