"ჟერარდ პიკემ ტრავმა მიიღო და მისი შეცვლა რომელიმე სათადარიგო ფეხბურთელით დაგვჭირდება. იმედია, ის მწყობრში მალე ჩადგომას მოახერხებს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მოედანზე რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს გამოვიყვანთ", - თქვა ვილანოვამ.
არსებული ინფორმაციით, პიკე მწყობრიდან 2-3 კვირით გამოვიდა და მადრიდის "რეალთან" ესპანეთის ჩემპიონატის მატჩს გამოტოვებს.
მომზადებულია AFP-ის მიხედვით