იკერ კასილიასს გოლები არ აღუნიშნავს, რადგან პოლონელი ბიჭის გარდაცვალებით იყო დამწუხრებული

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა იკერ კასილიასმა "მანჩესტერ სიტისთან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში გატანილი გოლების არაღნიშვნის მიზეზი ახსნა.

ესპანეთის ნაკრების მეკარეს ამისთვის საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა:

საქმე ისაა, რომ ევრო 2012-ის დროს კასილიასმა 14 წლის პოლონელი ბიჭი დავიდ ზაპიშეკი გაიცნო. ის კუნთების ატროფიით იტანჯებოდა, მისი კუმირი კი სწორედ კასილიასი იყო. ბიჭს მთელ ოთახში "სამეფო კლუბის" გოლკიპერის ფოტოები ჰქონდა გაკრული.

კასილიასთან შეხვედრის შემდეგ დავიდმა თქვა, რომ საწადელი აისრულა და ახლა შეეძლო, მშვიდად მომკვდარიყო.

"მანჩესტერ სიტისთან" 18 სექტემბერს გამართული მატჩის წინ კი
კასილიასმა ბიჭის გარდაცვალების შესახებ შეიტყო და სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საკუთარ გვერდზე დაწერა:

"გულწრფელად ვიზიარებ მისი ოჯახის მწუხარებას. იძინე მშვიდად, მეგობარო"...
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგრად მიყვარს და ვაფასებ ამ ადამიანს, მისაბაძი სპორცმენი და პიროვნებაა. გაიხარე იკერ. "ბარსას გულშემატკივარი"

http://trophymanager.com/?c=1952546

გაიზიარე ფეხბურთში მომხდარი ყველა ცვლილება
რექსაჩი
18:41 20-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული