პორტუგალიელი მძიმედ კი იწყებს ხოლმე, მაგრამ ეს მეტისმეტია.
23 სექტემბერს "სამეფო კლუბს" მცირე მადრიდული დერბი ელის "ელვებთან". აქვე გასახსენებელია, რომ "რეალი" ერთხელ უკვე დამარცხდა დერბიში ამ სეზონში - "ხეტაფესთან".
22-ში ლიდერსა და უდანაკარგო "ბარსელონას" გაცილებით იოლი ამოცანა ელის - სტუმრად "გრანა
ექსპერტის აზრით
სანამ უშუალოდ ამ ტურის მოვლენებზე გადავალთ, ლა ლიგის მოყვარულთ ერთი საკმაოდ ცნობილი ფინანსური ექსპერტის მოსაზრებას გაგაცნობთ - ხოსე მარია გაი მიიჩნევს, რომ ლა ლიგა კვდება!
მან შეისწავლა ხუთი მოწინავე ლიგის ფინანსური წლის შედეგები და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მაშინ როცა გერმანული ბუნდესლიგა და ფრანგული ლიგა 1 მომჭირნე პოლიტიკით სწორ დგას ადგანან, ესპანეთის ჩემპიონატი სტაგნაციას განიცდის.
გაის თქმით, წინ მხოლოდ ორი კლუბი, "ბარსელონა" და "რეალი" მიდის, სხვები? სხვები კი იმავე სიტუაციაში არიან, როგორც, დავუშვათ, ხუთი წლის წინათ.
"პრიმერადივიზიონი წინ ვერ მიდის, პრიმერადივიზიონი მხოლოდ "ბარსელონა" და "რეალი" არ არის - მე თუ მკითხავთ, ესპანური ფეხბურთი კვდება. ეს ლიგა სხვებს უკვე 5 წლით ჩამორჩება. ქვეყნის სიღატაკე და სტადიონები ამ ჩამორჩენის მთავარი მიზეზია", - აცხადებს ექსპერტი.
აღსანიშნავია ისიც, რომ გაი ინგლისური პრემიერლიგის მოდელს მიუღებლად მიიჩნევს, სამაგიეროდ აქებს ფრანგულ და გერმანულ მოდელებს.
არა პუიოლი, არც პიკე
22 სექტემბერს "ბლაუგრანა" შეეცდება ლა ლიგაში ერთადერთ ქულადაუკარგავ გუნდად დარჩეს. ტიტო ვილანოვას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის სეზონის გახსნა, "სპარტაკთან" ურთულესი გამარჯვებით მოინელა, ახლა კი მოკრძალებულ ანდალუსიურ "გრანადას" მასპინძლობს.
მასპინძლებს ორი ცენტრალური მცველის, კარლეს პუიოლისა და ჟერარდ პიკეს გარეშე მოუწევთ ბრძოლა. პიკემ "სპარტაკთან" კოჭი დაიშავა, ხოლო პუიოლმა - წინა ტურში მუხლი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებთან მატჩში დაშავდა ანდრეს ინიესტა. ეს სამეული დიდი ძალაა და მათ გარეშე "ბარსას" წესით უნდა გაუჭირდეს.
სამაგიეროდ, ბრუნდება ხორდი ალბა, ხოლო დაცვის ცენტრში ღრიჭოს ალექს სონგი შეავსებს, რომელიც ამპლუით ნახევარმცველია.
"გრანადას" ყველაზე სახიფათო ფეხბურთელი შემტევი ანტონიო ფლორო ფლორესია, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა, თუმცა ახლა მწყობრშია.
სტუმრებს საკადრო პრობლემები ოხრად აქვთ, მართალია, ბორხა გომესმა დისკვალიფიკაცია მოიხადა, მაგრამ იგჰალო, ფრან რიკო, ჰასან იებდა, მანოლო ლუსენა და მეკარე რობერტო ვერ ითამაშებენ. სწორედ რობერტოს ნაცვლად იჯდება სათადარიგოთა სკამზე ხორხე სანჩესი, რომლის ირგვლივაც "მარკამ" დიდი აჟიოტაჟი ატეხა - 19 წლის გოლკიპერი თურმე თვეში 100 ევროს იღებს გასამრჯელოს სახით.
"გრანადა", რა თქმა უნდა, ლეო მესის უნდა უფრთხოდეს, რომელიც ზეფანტასტიკურ ფორმაშია. თანაც, სწორედ მესიმ შეუსრულა ჰეთთრიკი ანდალუსიელებს ბოლო შეხვედრისას.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, სონგი, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი - ტელიო, მესი, სანჩესი.
გრანადა: ტონიო - ნიომი, ლოპესი, გომესი, სიკეირა - ირინეი, მ. რიკო - ტორჟე, ორელიანა, ელ-არაბი - ფლორო ფლორესი.
დავეწიოთ რაიოს
ჟოზე მოურინიო კი გუნდს "რაიო ვალეკანოსთან" დაპირისპირებისთვის ამზადებს. ბედის, ირონიით "ელვებს" "რეალზე" 3 ქულით მეტი აქვთ.
"რეალმა" არანაკლები ბრძოლა გამოიარა ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში (თუ მეტი არა) "მანჩესტერ სიტისთან" დაპირისპირებაში. "სამეფო კლუბმაც" დრამატულ ბრძოლაში მოიგო. თუკი "ბარსას" მესიმ უშველა, "რეალს", როგორც იქნა, კრიშტიანო რონალდო შეეხიდა, რომელიც აცხადებს, რომ "რეალში" უკვე ბედნიერად გრძნობს თავს.
დაძაბული მატჩის მიუხედავად თითქოს, "რეალის" ბანაკმა ტრავმები აიცილა. ჟოზე მოურინიოს კვლავ არ ექნება კოენტრაოს იმედი, პორტუგალიელი მცველი ისევ დისკვალიფიცირებულია.
სავარაუდო შემადგენლობები
რაიო ვალეკანო: კობენიო - ტიტო, ამატი, კასადო - პიტი, ტრაშორასი, ფუეგო, ხოსე კარლოსი - დელიბაშიჩი, ლეო კარილიო, ლ. ბანგურა.
რეალი: კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, მოდრიჩი, რონალდო - ბენზემა.
ესპანეთი. ლა ლიგა. V ტური
22 სექტემბერი
სარაგოსა-ოსასუნა 18:00
დისკვალიფიკაცია: ხ. ლორენტე, პუნიალი (ოსა)
ტრავმა: ობრადოვიჩი, პინტერი, ლოოვენსი (სარ)
სელტა-ხეტაფე 20:00
ტრავმა: ლუკასი (?, სელტა)
ბეტისი-ესპანიოლი 22:00
დისკვალიფიკაცია: ლონგო (ესპ)
ტრავმა: ჩიკა (?) - ს. გარსია, კოლოტო, მატიონი, ბაენა
ბარსელონა-გრანადა 00:00
დისკვალიფიკაცია: ბენიტესი (გრა)
ტრავმა: მუნიესა, პიკე, აბიდალი, კვენკა, ინიესტა, პუიოლი - ლუსენა, იგჰალო, რობერტო, რიკო, იებდა
23 სექტემბერი
მალიორკა-ვალენსია 14:00
დისკვალიფიკაცია: ნუნიეში (მალ)
ტრავმა: სანტოსი, ხიმენესი - პიატი, ალბელდა, ბანეგა, კანალესი, გაგო
ლევანტე-სოსიედადი 18:00
ტრავმა: აგირეჩე (?), ელუსტონდო, კასტრო (?), პრიეტო (?), პარდო (?), კადამურო (?)
ატლეტიკო-ვალიადოლიდი 20:00
ტრავმა: არავინ
ბილბაო-მალაგა 21:50
დისკვალიფიკაცია: ხოაკინი (მალ)
ტრავმა: ანდერი, პერესი (?) - ბუონანოტე, ფერნანდესი, ბაპტიშტა
ვალეკანო-რეალი 23:30
დისკვალიფიკაცია: ფ. კოენტრაო (რეალი)
24 სექტემბერი
დეპორტივო-სევილია 23:30
ტრავმა: კამუნიასი (?) - რეიესი, პეროტი
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 4 4 0 0 12-3 12
2. მალაგა 4 3 1 0 6-2 10
3. მალიორკა 4 2 2 0 5-3 8
4. სევილია 4 2 2 0 4-2 8
5. ატლეტიკო 3 2 1 0 9-4 7
6. ვალეკანო 4 2 1 1 6-5 7
7. ბეტისი 3 2 0 1 7-5 6
8. დეპორტივო 4 1 3 0 7-5 6
9. ვალიადოლიდი 4 2 0 2 3-3 6
10. სოსიედადი 4 2 0 2 5-7 6
11. ვალენსია 4 1 2 1 6-6 5
12. რეალი 4 1 1 2 5-4 4
13. ხეტაფე 4 1 1 2 5-8 4
14. ლევანტე 4 1 1 2 5-8 4
15. ბილბაო 4 1 1 2 8-12 4
16. სელტა 4 1 0 3 4-5 3
17. სარაგოსა 4 1 0 3 2-5 3
18. გრანადა 4 0 2 2 2-6 2
19. ესპანიოლი 4 0 1 3 7-10 1
20. ოსასუნა 4 0 1 3 2-7 1
ბომბარდირები:
6 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 4- ტომერ ჰემედი (მალიორკა), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 3 - არიც ადურისი (ბილბაო), გონსალო იგუაინი (რეალი), ხორხე მოლინა (ბეტისი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"