"მშვენივრად ვიცოდით, რომ "გრანადას" დამარცხება იოლი არ იქნებოდა. მაგრამ მეორე ტაიმში მოვუმატეთ და მეტოქე დავჯაბნეთ.
"გრანადას" მეკარეს გამოვარჩევდი, რომელიც ნამდვილ საოცრებებს ახდენდა.
მიმდინარე სეზონში "ბარსელონას" პერსპექტივებზე საუბარი ადრეა, ჩემპიონატი ხომ მხოლოდ ახლა დაიწყო.
"გრანადას" დამარცხებით მადრიდის "რეალზე" ზეწოლას ვაძლიერებთ, რომელსაც "რაიო ვალეკანოსთან" რთული მატჩი ელის.
მიუხედავად ამისა, მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. "რეალი" წნეხის ქვეშ შესანიშნავად თამაშობს", - განაცხადა ფაბრეგასმა.