მოკლედ, ყველაფერს ველოდით: დაძაბულ დერბის, "რეალის" შეტევებს, "ელვების" დაცვით ბასტიონს, მაგრამ ამას არა - გუნდები, მაყურებელი პირშიჩალაგამოვლებულნი დარჩნენ: განათების სისტემა ვერაფრით ჩართეს. მერე აღმოჩნდა, რომ კაბელები ვიღაცას გადაუჭრია...
21-ე საუკუნეში შუაგულ დასავლეთ ევროპაში ევროპულმა გრანდმა ვერ ითამაშა - შეხვედრა 24 სექტემბრისთვის (22 სთ.) გადაიდო.
ასე რომ, "რეალი" "ბარსელონას" უკვე 11 ქულით ჩამორჩება.
პირველი გამარჯვება
მშობლიურ "რომარედაზე" "სარაგოსამ" სეზონში პირველად იმარჯვა, აუტსაიდერად
თამაში სტუმართათვის ცუდი სცენარით დაიწყო. ვიქტორმა ბურთი ელდერ პოშტიგასთან გაითამაშა და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ლოლოს აჯობა, შემდეგ კი მეკარე ფერნანდესს გაუტანა. ამის მერეც მასპინძლებს კიდევ უფრო წინ გასვლა შეეძლოთ, მაგრამ კონტრშეტევაზე დაისაჯნენ, როცა ემილიო არმენტეროსმა ლამის მთელი მოედანი გადაიარა ბურთით ისე, რომ წინააღმდეგობა არ შეხვედრია.
მალე ყველაფერი ისევ "სარაგოსას" სასარგებლოდ შეიცვალა, როცა ტიმორმა თავურით საკუთარი კარი აიღო. მატჩის ბედი მეორე ტაიმის ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა, როცა რაულ ლომ უხეშად ითამაშა საჯარიმოში ხოსე მარია მოვილიას წინააღმდეგ. პენალტი უნაკლოდ აპონიომ შეასრულა.
პირველი კორეელი, ვინც...
"სელტას" ყველა ქულა "ბალაიდოსზე" აქვს მოპოვებული. ამჯერად გალისიურმა კლუბმა "ხეტაფე" კორეელი პარკის გოლის წყალობით დაამარცხა - 2:1.
მეორე ტაიმში "სელტა" დაწინაურდა. მიკაელ კრონ-დელიმ დასარტყამ პოზიციაზე აუგუსტო ფერნანდესი გაიყვანა, მაგრამ ორ წუთში დიეგო კასტრომ ყველაფერი გააკეთა, რომ აბდელაზიზ ბარადას 4 მატჩში მესამე გოლი გაეტანა.
დამაინც, გამარჯვებისა მასპინძელმა გაიტანა, "არსენალის" კორეელმა ფორვარდმა ჩუ იუნ პარკმა, რომელიც ვიგოში იჯარით თამაშობს. აღსანიშნავია, რომ ორივე საგოლე პასი დანიელმა მიკაელ კრონ-დელიმ შეასრულა.
ბოლო წუთებზე გოლების გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ ვერც ერთმა ვერ მოახერხა.
"ხეტაფესთვის" "რეალის" დამარცხება ჯერჯერობით ერთადერთ გამარჯვებად რჩება სეზონში. 26 წლის პარკი კი პრიმერას ისტორიის კუთვნილება გახდა - მან ლამის პირველივე შეხებით გაიტანა და გახდა პირველი კორეელი, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში ეს მოახერხა.
შიში ოხერია?
"ბეტისის" პრეზიდენტი მიგელ გილენი უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამდა, ამბობდა, რომ კლუბმა შარშანდელი შედეგი (მე-13 ადგილი) აუცილებლად უნდა გააუმჯობესოს, თორემ პეპე მელი დაკარგავს სამსახურს.
მელის ბიჭებმა კრიტიკას მორიგი სამი ქულით უპასუხეს - პაულაუს გოლით "ესპანიოლი" 1:0 დაამარცხეს. მე-18 წუთზე კაპდევილა დაჯარიმდა. საჯარიმო, ბუნებრივია, ბენიატმა შეასრულა და პაულაუმაც თავით გაიტანა ბარსელონელთა კარში.
თითქმის, როგორც თბილისში
ეს შეხვედრა (განსაკუთრებით, მე-2 ტაიმი) ძალიან წააგავდა 11 სექტემბრის თბილისურ მატჩს - იგივე ტიკი-ტაკა და თითქმის იგივე ალყა (ამჯერად "ბარსელონას" შესრულებით "გრანადას" კართან).
გოლიც, რომელმაც "ბარსას" ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოუტანა, იმ დროს გავიდა, ოღონდ გაცილებით მაგარი იყო, ვიდრე სოლდადოს გოლი საქართველოს ნაკრების კარში - ჩავიმ ხარიხას გაარტყა ბურთი და ისე გავიდა ტონიოს კარში, რომელიც მანამდე სასწაულებს სჩადიოდა (აქაც შეიძლება შედარება ლორიასთან).
აღსანიშნავია, რომ (ისევე, როგორც საქართველოს) ერთი 100%-იანი საგოლე მომენტი "გრანადასაც" ჰქონდა. ბოლოს კი სტუმართა მცველები ისე დააბნია მესიმ საჯარიმოში, რომ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრეს - 2:0.
და რატომ არა პირველში? პასუხი მარტივია - ინიესტა ტრავმირებულია, ხოლო ჩავი სკამზე იჯდა. ამ ორის გარეშე კი მესი ფრთაშეკვეცილივითაა.
სხვათა შორის, მცირე ინციდენტი მოხდა ლიონელ მესისა და დავიდ ვილიას შორის, თუმცა ეს მხოლოდ სათამაშო ეპიზოდი იყო.
თამაში ვალენსიასი, გოლები მალიორკასი
"მალიორკას" ფანტასტიკური სტარტი გამოუვიდა, 23 სექტემბერს ბალეარულმა გუნდმა "ვალენსიას" აჯობა, გუნდს, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ გოლები მხოლოდ "ღამურების" კარში გადიოდა - 2:0.
ვიქტორ კასადესუსმა პირველ ტაიმში გახსნა ანგარიში. შესვენებამდე "ლოს ჩეს" მრავალი შანსი ჰქონდა გათანაბრების, მათ შორის, ყველაზე ახლოს გოლთან ნელსონ ვალდესი იყო, რომელმაც ბურთი ხარიხას მოარტყა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ვიქტორის პასით ხავიერ არისმენდიმ გაიტანა.
ობაფემის გოლიანი დებიუტი
"ლევანტეს" რიგებში სადებიუტო მატჩშივე გაამართლა ნიგერიელმა ობაფემი მარტინსმა, რომელმაც მატჩის დასრულებამდე 4 წუთით ადრე გაიტანა გამარჯვების გოლი "რეალ სოსიედადის" კარში - 2:1.
"ატლეტიკომ" ზედიზედ მეხუთე მატჩში იმარჯვა, თუმცა სეგუნდადან დაწინაურებულმა "ვალიადოლიდმა" მასპინძელთა გუნდი გვარიანად აწვალა.
პირველ ტაიმში ჯერ დიეგო გოდინმა გადაუგდო თავზე ხაიმეს, შემდეგ რადამელ ფალკაომ გაიტანა პენალტის ნიშნულიდან. მეორე ტაიმში კი "ატლეტიკოს" გაუჭირდა, ტიბო კურტუაც ანერვიულდა (მან ძალიან უხეში შეცდომა დაუშვა ბუენოს დარტყმისას) და სიმეონეს გუნდმა სამი ქულა ძლივს შეინარჩუნა.
თამაშის შემდეგ მსაჯობით გაცოფებული იყო მიროსლავ ჯუკიჩი. "ვალიადოლიდის" თავკაცმა თქვა, რომ ზოგიერთებმა ჯერ ვერ გაითავისეს, რომ დიქტატორი ფრანკო მოკვდაო.
"მალაგა" კვლავ წაუგებელია. ამჯერად მანუელ პელეგრინის გუნდმა "სან მამესზე" გაძლო - 0:0.
ესპანეთი. ლა ლიგა. V ტური
სარაგოსა-ოსასუნა 3:1
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - სეპურანუ, ალვარო, პარედესი, აბრაამი - ხოსე მარი (72. სუკულინი), რომარიკი (60. მოვილია) - მონტანიესი, აპონიო, ვ. როდრიგესი - პოშტიგა (68. არანდა).
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ოიერი, ლოლო, არიბასი, ნანო (67. ნინო) - ლო (74. ანანი), ტიმორი - სეხუდო, არმენტეროსი, სისი (56. ლამა) - კიკე სოლა.
გოლები: 1:0 პოშტიგა (4), 1:1 არმენტეროსი (29), 2:1 ტიმორი (45 ს.კ.), 3:1 აპონიო (71-პენ)
გაფრთხილება: აბრაამი, პარედესი - ლო, არმენტეროსი
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 6-3; კარში დარტყმა: 10-11 (4-3); ბურთის ფლობა: 40%-60%.
მაყურებელი: 22 500
სელტა-ხეტაფე 2:1
სელტა (4-2-3-1): ვარასი - მალიო, კაბრალი, ტუნიესი, ლაგო - ოუბინია, ა. ლოპესი (83. ტონი) - ა. ფერნანდესი, ბერმეხო (65. პარკი), კრონ-დელი - ასპასი (81. ინსა).
ხეტაფე (4-2-3-1): მოია - ვალერა, ლოპო, ალექსისი, მ. ტორესი - ხ. ტორესი, მიჩელი (46. ლასენი) - პედრო ლეონი (73. ალკასერი), ბარადა, დ. კასტრო - ა. ვასკესი (64. კოლუნგა).
გოლები: 1:0 ა. ფერნანდესი (57), 1:1 ბარადა (59), 2:1 პარკი (68)
გაფრთხილება: ლაგო, პარკი, კრონ-დელი, კაბრალი - ლოპო, მიჩელი, ალექსისი
კუთხური: 4-4; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 4-3; კარში დარტყმა: 14-6 (6-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 18 000
ბეტისი-ესპანიოლი 1:0
ბეტისი (4-2-3-1): კასტო - ნელსონი, პაულაუ (40. პერკისი), მარიო, ნაჩო - ბენიატი (76. ნოსა), რ. პერესი - აგრა, პოსუელო (55. ნონო), ხუან კარლოსი - რ. კასტრო.
ესპანიოლი (4-4-2): კ. ალვარესი - ხ. ლოპესი, რ. როდრიგესი, მორენო, კაპდევილა (78. ვ. ალვარესი) - ტეხერა (58. რუი ფონტე), ვ. სანჩესი, ვერდიუ, ვაკასო - სიმაო (58. კ. გომესი), სტუანი.
გოლი: 1:0 პაულაუ (18)
გაფრთხილება: ბენიატი, პერესი, ნელსონი, ნონო, აგრა, კასტო - ტეხერა, ვაკასო, ლოპესი, სტუანი, ალვარესი
გაძევება: ვაკასო (66)
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 24-13; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15-11 (3-2); ბურთის ფლობა: 38%-62%.
მაყურებელი: 35 000
ბარსელონა-გრანადა 2:0
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, სონგი, მასკერანო, ადრიანო (72. ტელიო) - ფაბრეგასი, ბუსკეტსი, ტ. ალკანტარა (53.ჩავი) - სანჩესი, მესი, ვილია (52. პედრო).
გრანადა (4-2-3-1): ტონიო - ნიომი, ი. ლოპესი, ბ. გომესი, სიკეირა - ირინეი, მ. რიკო - ტორჟე (65. ორტისი), ბრაიმი (73. ხაიმე), ორელიანა - ფლორო ფლორესი (57. ელ-არაბი).
გოლები: 1:0 ჩავი (86), 2:0 ბ. გომესი (92 ს.კ.)
გაფრთხილება: ფლორო ფლორესი, ტონიო, გომესი
კუთხური: 13-5; ჯარიმა: 9-16; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 20-6 (11-3); ბურთის ფლობა: 68%-32%.
მაყურებელი: 80000
მალიორკა-ვალენსია 2:0
მალიორკა (4-4-2): ავატე - ჩ. ნავარო, ა. კონსეისაო, ჟერომელი, ა. ლოპესი - ნსუე, პინა, ხ. მარკესი (19. ჟოაო ვიქტორი), მ. პერეირა (53. ალფარო) - ჰემედი (53. არისმენდი), ვიქტორი.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ჟ. პერეირა (79. ბარაგანი), რამი, რუისი, სისოკო - პარეხო (67. ჟონასი), ტინო კოსტა - ფეგული, ვალდესი (79. გუარდადო), ვიერა - სოლდადო.
გოლები: 1:0 ვიქტორი (7), 2:0 არისმენდი (55)
გაფრთხილება: პერეირა, არისმენდი, პინა, ლოპესი - კოსტა, პარეხო, სოლდადო, სისოკო
კუთხური: 0-9; ჯარიმა: 17-9; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 6-27 (3-7); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 15 000
ლევანტე-სოსიედადი 2:1
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ლელი, ბალესტეროსი, დ. ნავარო, ხუანფრანი - პ. დიოპი, იბორა (46. მარტინსი) - ელ-ჟარი, ბარკერო, ხუანლუ (72. პ. რიოსი)- რ. გარსია (55. მიჩელი).
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, მ. გონსალესი, ი. მარტინესი, დე ლა ბელა - ბერგარა, ილარამენდი (80. ხ. რიოსი) - ველა, ზურუტუზა (76. ჩაბი პრიეტო), ხოსე ანხელი (46. დ. კასტრო) - გრიზმანი.
გოლები: 0:1 ზურუტუზა (22), 1:1 ბარკერო (70-პენ), 2:1 მარტინსი (86)
გაფრთხილება: ხუანფრანი, ნავარო - ესტრადა, მარტინესი, ილარამენდი, ველა
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16-17 (6-6); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 16 000
ატლეტიკო-ვალიადოლიდი 2:1
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე, ტიაგო, გაბი (61. მ. სუარესი), არდა თურანი - ფალკაო (46. ადრიან ლოპესი), დ. კოშტა (87. კ. როდრიგესი).
ვალიადოლიდი (4-2-3-1): ხაიმე - რუკავინა, სერენო, ვალიენტე, ბალენსიაგა - სასტრე (2. რუბიო), ვ. პერესი - ბუენო, ოსკარი, ომარი (70. ლოლო) - გერა (62. მანუჩო).
გოლები: 1:0 გოდინი (30), 2:0 ფალკაო (44-პენ), 2:1 ბუენო (54)
გაფრთხილება: მირანდა, გაბი - ოსკარი, პერესი, ომარი, რუკავინა, ბუენო, მანუჩო
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 15-22; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 14-4 (7-3); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 47 000
ბილბაო-მალაგა 0:0
ბილბაო (4-2-3-1): რ. ფერნანდესი - ირაოლა, გურპეგი, ეკიზა, კასტილიო - იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა, მუნიაინი (87. ტოკერო), ი. ლოპესი (46. ი. გომესი) - ადურისი (46. ფ. ლორენტე).
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, მონრეალი - ტულალანი (78. იტურა), ნაჩო კამაჩო - ხოაკინი (66. პორტილიო), ისკო, ელიზეუ - სავიოლა (56. სანტა კრუსი).
გაფრთხილება: გურპეგი, ადურისი, დე მარკოსი - დემიკელისი, ველიგტონი, გამესი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 7-6; თამაშგარე: 7-0; კარში დარტყმა: 9-12 (1-4); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 28 000
ვალეკანო-რეალი (გადაიდო. გაიმართება 24 სექტემბერს, 22:00)
დეპორტივო-სევილია 23:45
სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 5 5 0 0 14-3 15
2. მალიორკა 5 3 2 0 7-3 11
3. მალაგა 5 3 2 0 6-2 11
4. ატლეტიკო 4 3 1 0 11-5 10
5. ბეტისი 4 3 0 1 8-5 9
6. სევილია 4 2 2 0 4-2 8
7. ვალეკანო 4 2 1 1 6-5 7
8. ლევანტე 5 2 1 2 7-9 7
9. დეპორტივო 4 1 3 0 7-5 6
10. სელტა 5 2 0 3 6-6 6
11. სარაგოსა 5 2 0 3 5-6 6
12. ვალიადოლიდი 5 2 0 3 4-5 6
13. სოსიედადი 5 2 0 3 6-9 6
14. ვალენსია 5 1 2 2 6-8 5
15. ბილბაო 5 1 2 2 8-12 5
16. ხეტაფე 5 1 1 3 6-10 4
17. რეალი 4 1 1 2 5-4 4
18. გრანადა 5 0 2 3 2-8 2
19. ესპანიოლი 5 0 1 4 7-11 1
20. ოსასუნა 5 0 1 4 3-10 1
ბომბარდირები:
6 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 5 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), ტომერ ჰემედი (მალიორკა); 3 - არიც ადურისი (ბილბაო), აბდელაზიზ ბარადა (ხეტაფე), გონსალო იგუაინი (რეალი), ხორხე მოლინა (ბეტისი).
გამოტოვებული მატჩი
26 სექტემბერი
ბეტისი-ატლეტიკო
მომდევნო ტური
29 სექტემბერი
ვალენსია-სარაგოსა, მალაგა-ბეტისი, რეალ სოსიედადი-ბილბაო, სევილია-ბარსელონა.
30 სექტემბერი
გრანადა-სელტა, ვალიადოლიდი-რაიო ვალეკანო, ოსასუნა-ლევანტე, რეალი-დეპორტივო, ესპანიოლი-ატლეტიკო.
1 ოქტომბერი
ხეტაფე-მალიორკა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"