ჟოზე მოურინიო: მადრიდის "რეალმა" კარგად ითამაშა, მაგრამ უკეთაც შეეძლო
AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "რაიო ვალეკანოსთან" (2:0) მადრიდში სტადიონ "კამპო დე ვალეკასზე" გამართულ ესპანეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩზე ისაუბრა.
"ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა, მაგრამ უკეთაც შეეძლო.
მთლიანობაში, შეხვედრას ვაკონტროლებდით და მეტოქეს ჩვენს კართან ბევრი მომენტის შექმნის საშუალებას არ ვაძლევდით", - უთხრა მოურინიომ ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ.